9 სექტემბერი, ლევან ბერძენიშვილის ახალი წიგნის – ”წმინდა წყვდიადის” პრეზენტაცია

”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” მართავს ლევან ბერძენიშვილის ახალი წიგნის – ”წმინდა წყვდიადის” პრეზენტაციას.
ავტორი წაიკითხავს ნაწყვეტებს წიგნიდან და უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს.
პრეზენტაციაზე მოწვეულნი იქნებიან თანამედროვე ქართველი მწერლები და საზოგადოებისთვის ნაცნობი პირები.

”ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია, ვინმე გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი.

ვიცი, რომ პირველი არ ვარ, ვისაც განსაკუთრებულმა გარემოებებმა ხელში კალამი ააღებინა, ჩვენს რიგებში გრაფომანებიც ბლომად იყვნენ და გენიოსებიც, მაგრამ მე ”კალამი ავიღე” ანუ კლავიატურა მოვირგე არა მხატვრული წიგნის დასაწერად ან დაკარგული დროის დასაბრუნებლად, არამედ დაკარგვადი პერსონაჟების გადასარჩენად, რადგან თუ ეს პერსონაჟები დაიკარგებიან, მეც დავიკარგები, და ვიღაც შეცდომით იფიქრებს, რომ მართლა მიცნობდა, რაკი ჩემს რომელიმე ლექციას დასწრებია, ტელევიზიით ჩემი გამოსვლა უნახავს ან ინტერვიუ წაუკითხავს.”
ლევან ბერძენიშვილი

მისამართი: ჭავჭავაძის 32, კაფე ლიგამუსი

დასაწყისი 18:00 საათზე

დამატებითი ინფორმაცია შეგიზლიათ იხილოთ აქ: http://bmu.li/HwS; http://bmu.li/Hwh

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s