წიგნების ქუჩა

თბილისში გვაქვს რკინის რიგი, ბამბის რიგი, პურის მოედანი, ვერცხლის ქუჩა, რატომ არ უნდა არსებობდეს წიგნის ქუჩა?!

თბილისში დღეს ბევრს აწუხებს ეს პრობლემა. ფეიბუქზეც გამოჩნდა უკვე ჯგუფი: “დააბრუნეთ ქუჩის ბუკინისტები“.

ადრე იყო რუსთაველი, პუშკინის მიწისქვეშა გადასასვლელი, ჭავჭავაძე, უნივერსიტეტის პირველი და მეხუთე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, დელისის მეტრო, სამედიცინოს მეტრო, დოლიძის ქუჩა, ქაშუეთის მიწისქვეშა გადასასვლელი, კოლმეურნეობის მოედანი, ოპერის მიმდებარე ტერიტორია, მარჯანიშვილი, ახმეტელის მეტრო, დინამო, ვაგზალი…

ახლა დარჩა მარტო პარნასი, ბიბლუსი, ლესელიძის ქუჩა, რუსთაველი…

ადრე იყო იაფი და ძველი…

ახლა დარჩა ახალი და ძვირი…

ალბათ, მიხვდით უკვე, რაზე მაქვს საუბარი. თბილისის მერიის ბრძანებით გარემოვაჭრეებთან ერთად ბუკინისტებიც ”აყარეს”. ”აყარეს” – არც თუ ისე შესაფერისი სიტყვაა, მოხვეტეს უფრო შეესაბამება. თბილისის ქუჩებიდან წიგნები მოხვეტეს!

ამ კვირას რადიო თავისუფლების ბლოგზე მალხაზ ხარბედიას სტატიას გადავაწყდი. უცნაური გზით, მაგრამ სწორად აღწერა არსებული პრობლემა:

”უკვე კვირაზე მეტია ქალაქი წიგნებისგან დაცარიელდა… ქალაქში დარჩა მხოლოდ წიგნის მაღაზიები, საიდანაც ძვირიანი ალბომები იწონებენ თავს მანეკენებივით… გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას, აი იმას, თავისუფლების მოედნიდან რომ აუდის საკრებულოს შენობას. დაუთმეთ ის ახალი, გარემონტებული მონაკვეთი წიგნებს, მათ შორის იმ ნამცხრებიან წიგნების მაღაზიებსაც. დავარქვათ იმ ადგილს “წიგნის უბანი”, ანდა რაც გინდათ ის დავარქვათ, უბრალოდ ნუ გადახვეტავთ ქალაქის ქუჩებიდან წიგნებს! ნუთუ ტყუილად იდგნენ ისინი ამდენი წელი?”

ვფიქრობ, შესანიშავი გადაწყვეტილება იქნება ტაბიძის ქუჩაზე წიგნის ქუჩის, რიგის ან თუნდაც უბნის გახსნა. სტატიის წაკითხვის მერე გაიარეთ ტაბიძის ქუჩაზე და ნახავთ, როგორ მოუხდება ამ ქუჩას ბუკინისტები. ან თუ არ გცალიათ, გაიარეთ როცა გეცლებათ. მაგრამ უთუოდ უნდა გაიაროთ, ნახოთ, მიხვდეთ და მხარი დაუჭიროთ ამ ქუჩაზე ბუკინისტების გადაყვანას..!

დიახ, ბუკინისტები საბჭოთა კავშირში გამოცემულ წიგნებს ყიდდნენ, მაგრამ საინტერესო და კარგ წიგნებს, რომლებიც 30 წელი არ დახეულა და კიდევ ამდენ ხანს გაძლებს კარგი მკითხველის ხელში.

დიახ, ზოგი მათგანი Photoshop, Flash, Excel, AutoCad, C++, 3DS MAX-ის შემსწავლელ წინგებს ყიდდა, მაგრამ გვერდითა თაროზე ფროიდის და პლატონის წინგები ედოთ.

დიახ, ისინი ჰიტლერის წიგნს ყიდდნენ, მაგრამ სხვაგან სად იპოვით ამ წიგნს?

სად იპოვით Photoshop, Flash, Excel, AutoCad, C++, 3DS MAX-ის შემსწავლელ წინგებს?

სად ნახავთ TOEFL, IELTS, SAT, GMAT-ის შემსწავლელ წიგნებს იაფ ფასად?

პასუხი მარტივია: გალაქტიონ ტაბიძის ან წიგნის ქუჩაზე! ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხერხდება, თუ ჩვენ, მკითხველები, ვიზრუნავთ ამაზე.  თუ ჩვენ არ დავიზარებთ და მოვითხოვთ წიგნების ქუჩის დაარსებას!

თბილისში გვაქვს რკინის რიგი, ბამბის რიგი, პურის მოედანი, ვერცხლის ქუჩა, რატომ არ უნდა არსებობდეს წიგნის ქუჩა ან წიგნების მოედანი?!

3 thoughts on “წიგნების ქუჩა

    • სანდრო, დიდი მადლობა სასარგებლო ბმულისათვის. აქამდე არ შეგვხვედრია.
      შაბათ-კვირას აუცილებლად გავივლი ამ ბაზრობაზე, და შემდგომში სტატიასაც დავწერ

  1. Pingback: Tweets that mention წიგნების ქუჩა « Event Lenta | ივენტ ლენტა -- Topsy.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s