”საქართველო – მითი და რეალობა” გერმანელის მიერ დანახული ქართული სული და ქართველის მიერ აგებული ”სხეული” ორგანულად შერწყმულ ერთიან გამოფენაში

გერმანელი ფოტოხელოვანი – ვოლფგანგ კორალი  1978 წლიდან მოყოლებული მეათედ ჩამოდის საქართველოში, რათა შეისწავლოს ჩვენი ქვეყნის სული და იპოვოს საკუთარი ”საქართველო”. მისი სიტყვებით ეს ფოტოგამოფენა არის ამ შესწავლის შუა ეტაპი, შედეგების ერთგვარი შეჯამება.  ქართველი ფოტოხელოვანისათვის – გურამ წიბახაშვილისათვის კი ეს არის 5 წლის მანძილზე დაგროვებული დოკუმენტური მასალის გამოფენა.
საქართველოს ორი კატეგორიულად განსხვავებული ხედვა – უცხოელისა, ანუ მითოსური და ქართველისა – ხელშესახები, ნამდვილი, ერთ სისტემაში ექცევა: გამოფენის კონცეფციაა ”საქართველოს სული და სხეული”. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გურამ წიბახაშვილის სიტყვებით, გამოფენილი ფოტო მასალა არ არის ის, რასაც იგი გამოფენდა სხვა ვითარებაში: ფოტოები ერთგვარი პირადი დღიურია, ”სამზარეულო”.  ეს,  თავისთავად, მათ დინამიურობას განაპირობებს და მით უფრო ცოცხალი და საინტერესოა მნახველისთვის, რადგან აბსტრაქტულ ხელოვნებას კი არ წარმოადგენს, რომელშიაც საინტერესო იქნებოდა ფოტო მასალის სუფთა ვიზუალური ხიბლი, არამედ საქართველოს ”სურნელს” გადმოგვცემს ყოველდღიური ფოტო ჩანახატებით.

რა? –        ფოტო გამოფენა ”საქართველოს სული და სხეული”

სად? –        შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში;  მისამართი: თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. 1

როდის? –     29 სექტემბერი – 19 ოქტომბერი, 2010

ფოტო გადმოწერილია გვერდიდან: http://tbilisiguide.ge/wg/routes/route4.php

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s