არტისტერიუმი 2010 – ხელოვნება, ანუ საერთაშორისო ენა

 

არტისტერიუმი უკვე მესამედ ტარდება, – მიუხედავად ამისა, უკვე საკმაოდ პოპულარული და წარმატებული აღმოჩნდა. არტისტერიუმის მთავარი მახასიათებლები და შესაბამისად ასეთი წარმატების საფუძველი გახლავთ ის, რომ ამ მაშტაბურ ღონისძიებაში ღებულობენ მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანები; აღსანიშნავია ისიც, რომ მასში არა მხოლოდ ხელოვანები ღებულობენ მონაწილეობას, არამედ კრიტიკოსებიც, და ყველა იმ პროფესიის ადამიანი ვის მიერ ხელოვნების გააზრება აუცილებელია მისი მომდევნო განვითარებისათვის.
პროექტის ორგანიზატორები არიან : საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ფონდი “კულტურის და ხელოვნების გლობალური კოორდინირების ცენტრი” რაც იმის მაჩვენებელია, რომ პროექტი მაღალი დონის ღონისძიება გახლავთ.

(საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის შესაბამისად:  ”არტისტერიუმის პარალელურად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ტარდება “TRANSRELATION” – თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი“. რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თანმედროვე ხელოვნების საერთაშორისო კურატორები, არტკრიტიკოსები, ხელოვნების ისტორიკოსები და ხელოვანები 8 ქვეყნიდან: გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, ისრაელიდან და სამხრეთ კავკასიიდან. ორდღიანი სიმპოზიუმის მსვლელობისას, ასევე ვორქშოფისა და შემაჯამებელი დისკუსიის დროს, იმსჯელებენ თანამედროვე ხელოვნების აქტუალურ საკითხებზე, ასევე მომხსენებლები თავიანთ პრეზენტაციებში წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას”  ( იხ. ვრცლად:   http://www.mcs.gov.ge/index.php?page=eventsinfo&id=93&lang=geo   ).

 ხოლო ჩვენ შეგვიძლია დავესწროთ საჯარო გამოფენებს;

არტისტერიუმი 2010 პროგრამა:

2 ოქტომბერი, შაბათი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8, ქარვასლა. 17:00, “წარმოიდგინე მომავალი”, არტისტერიუმი 2010-ის გახსნა. 18:00/20:30, პერფომანსების პროგრამა.

3 ოქტომბერი, კვირა

18:00, “შეჰყვირო მარსს”, ბერნდ ტრასბერგერი (გერმანია), გალერეა “აკადემია +”, შარდენის ქ. 19.  19:00, “როკ-კულმინაცია”, ფრანგული როკ-ფოტოგრაფია, ევროპის სახლი, თავისუფლების მოედანი 1.

 4 ოქტომბერი, ორშაბათი

10:00/18:00, “ტრანსრილეიშენი”, სიმპოზიუმის I დღე, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სანაპიროს ქ. 4.     19:00, “ისტორია ფერწერასა და ობიექტში”, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრიბოედოვის ქ. 22.

5 ოქტომბერი, სამშაბათი

გოეთეს ინსტიტუტი, საქართველო, ზანდუკელის ქ. 16. 10:00/17:00, “ტრანსრილეიშენი”, სიმპოზიუმის II დღე. 18:00/20:00, არტისტერიუმ-ფართი. 20:00, პერფომანსების პროგრამა.

6 ოქტომბერი, ოთხშაბათი

15:00, “მოგზაური, გასულიერებული უსულო საგნები”, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გამოფენა, გუდიაშვილის სკვერი, ახოსპირელის ქუჩა (რესტორან “პურ-პურის” წინ). ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ჭანტურიას ქ. 8. 17:00, “ქანდაკების განსაზღვრების შესახებ”, ავსტრიულ/ქართული პროექტი. 18:00, “მერვე დღე”, ფოტოგრაფიის გამოფენა. 19:30, “გაკვეთა”, ვოთ’ს /ვაჟიკო/, გალა გალერეა, ათონელის ქ. 27 (მარჯვენა სანაპირო, მშრალ ხიდთან). 21:30, “ვილაპარაკოთ აღმოჩენებზე”, ფრენსის ბელზერი (შვეიცარია), “არ არის ტკივილი ხელოვნების გარეშე და ხელოვნება ტკივილის გარეშე”, კონსტანტინე მინდაძე (საქართველო), ნიუ არტ გალერეა/კაფე, ორბელიანის ქ. 31.

7 ოქტომბერი, ხუთშაბათი

 17:00/19:00, რიჩარდ ბელიას (საფრანგეთი) მასტერკლასი როკ-ფოტოგრაფიაში, ევროპის სახლი, თავისუფლების მოედანი 1.

8 ოქტომბერი, პარასკევი

12:00, არტ-ვილა გარიყულა, “ფესტ-ი-ნოვა”, პრეზენტაცია, კასპის რაიონი, სოფ. გარიყულა. 14:00/16:00, “პრაქტიკული ოცნებები ჟანეტ გრონენდაალთან ერთად” (ჰოლანდია), ექსპერიმენტული ფილმის მასტერკლასი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრიბოედოვის ქ. 22.

 9 ოქტომბერი, შაბათი

12:00 – 14:00, კომიქსის ვორკშოფი/სტუდია, დავიდ შილტერი, მარტინს ზუტისი (ლატვია), თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8, ქარვასლა.

10 ოქტომბერი, კვირა, ღონისძიების დახურვა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s