ცა მიწიდან იწყება

რამდენიმე დღის წინ წავაწყდი ამბავს, – ”ოთარ ჭილაძის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ გამოვიდა მისი მეორე წიგნი ”ცა მიწიდან იწყება”. წიგნი ყოფილა ავტობიოგრაფიული ჩანაწერების კრებული, დაკომპლექტებული მისი ძმის, თამაზ ჭილაძის მიერ, მანვე დაურთო წიგნს წინასიტყვაობა, (ცნობისთვის: ბატონი თამაზი ძმასავით, მწერალია).

რასაკვირველია, წიგნმა დამაინტრიგა, რადგან უკვე სათაური თავისთავად გენიალურია, მის გარშემო კიდევ ერთი წიგნი დაიწერება. გენიოსის ბიოგრაფიის გაცნობისას შესაძლოა ამ სათაურის ”ოთარისეულ” განმარტებას მივხვდეთ; ცნობილია, რომ მწერალი პატრიოტი იყო, იგი წერდა ქვეყანაში არსებული მოვლენების შესახებ, და რაც უმთავრესია ოსტატურად გადმოსცემდა ამ ამბების გამოძახილს ადამიანის შიდა ჯურღმულებში არსებულ გრძნობებსა და ფსიკიკაში. გავბედავ და გამოვხატავ ჩემს პირად ვარაუდს: ”ცა მიწიდან იწყება” ჩემთვის შინაარსობრივად ითარგმნება შემდეგნაირად: ადამიანის დიდი და კეთილი საქმეები ”აგებულია” ყველაზე პატარა ნაწილაკებისგან; იმისთვის რომ გახდე ადამიანი შეგნების ”ფილტრში” და გრძნობად ”საცერში” უნდა გაატარო ნებისმიერი მოვლენა, რომელიც განსჯას მოითხოვს ღირსების შესაფარდებლად…. მეორენაირადაც მესმის ეს სათაური: ყველაფერი ძლიერ მარტივი და მიწიერია. თავად ღმერთიც კი: ადამიანის რწმენის გარეშე ხომ ‘ღმერთობას’ აზრი არ ექნებოდა. ღმერთის ფაქტობრივად არსებობა-არარსებობაც უკვე მეორე ხარისხოვანია, რადგან ღმერთი უკვე თავისთავად ხალხის სინდისია და მისი იმედი.

მართალია, გენიოსის აზრი ღმერთისა და იმედის შესახებ სხვაგვარად ჟღერს: “თუ ღმერთი არ არის, მაშინ ადამიანი მატლია.” (თუმცა სხვაგვარად რატომ… თუ სინდისი და ღირსება არ არის, არც არაფერი სხვა იარსებებს);

“უიმედობა მაინც უფრო მეტს შეგაძლებინებს ვიდრე დაიმედებული შესძლებდი. ჩვენ მაშინ დავიღუპეთ, როცა რაღაცის იმედი გაგვიჩნდა.”

ეს ბოლო ორი ციტატა გახლავთ წიგნიდან ”ცა მიწიდან იწყება”.  ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი შეიძლება იმსჯელო ამ სიტყვების გარშემო, გენიალურობის მიმანიშნებელია ჩემთვის ის, რომ ერთადერთი ფრაზით კატეგორიულად განსხვავებული მნიშვნელობები შეიძლება იგულისხმო.

მიუხედავად თავისი ფილოსოფიურობისა, ოთარ ჭილაძე არ ”გთრგუნავს” ინტელექტით. მისი ენა ადვილად გასაგებია: მასში ჩადებული გრძნობა არის რთული. (და არა პირიქით, როგორც მრავალ თანამედროვე მწერალს ახასიათებს). მისი წაკითხვისას ქედმაღალ ადამიანს გაეცინება: მეც ზუსტად ასე ვფიქრობო, ეს რა მარტივი ყოფილაო. ხოლო ”ლინგვისტურად მგრძნობიარე” ადამიანი მიხვდება, რომ აქ რაღაც სხვა იმალება. ჩემი აზრით ოთარ ჭილაძის ნაწარმოებები უნდა წაიკითხო თბილ ქსოვილში გახვეულმა, ნახევრად სიბნელეში, სიჩუმესა და გარე სამყაროსგან გარიყულ პირობებში. ეს არის გრძნობის მწერალი, ადამიანად ყოფნის უდიდესი ოსტატი, რომელიც საკუთარ აზრს კი არ გახვევს თავზე, არამედ ფაქიზად ქსოვს ზღაპარს თქვენს გარშემო.

ჩემთვის ასევე დიდად ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ წიგნში თურმე ოთარ ჭილაძის ჩანახატებია გამოყენებული. ძალიან საინტერესოა ერთი ადამიანის ვიზუალური და ლინგვისტური თვალთახედვის ერთიანად აღქმა.

”ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი ბოლო ნაწარმოები, “წათეს წითელი წაღები” რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგა.” – ( netgazeti.ge )

პოეტური კრებულების ნუსხა:

„მატარებლები და მგზავრები“ (1959)

„თიხის ფირფიტები“ (1963)

„რკინის საწოლი“ (1965)

„სინათლის წელიწადი“ (პოემა, 1967)

„ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით“ (1968)

„ცხრა პოემა“ (1969)

„გულის მეორე მხარე“ (1974)

„გახსოვდეს სიცოცხლე“ (1984)

„ლექსები” (1987)

„მზე დეკემბერში” (1999)

„კიბე“ (2002)

პროზა:

„გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” (რომანი, 1973)

„ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ (რომანი, 1976)

„რკინის თეატრი“ (რომანი, 1981)

„აველუმი“ (1995)

„ბედნიერი ტანჯული“ (2003)

„გოდორი“ (2003)

„წათეს წითელი წაღები“ (2007)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s