ჩინური ხელოვნების გამოფენა

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოფიციალური საიტის თანახმად, ”28 სექტემბრიდან  22 ოქტომბრამდე შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების  მუზეუმში გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ჩინური კოლექციის საუკეთესო ექსპონატები: ბრინჯაოსა და კერამიკის ნაკეთობანი, აბრეშუმზე თუ ბრინჯის ქაღალდზე შესრულებული ფერწერის ნიმუშები, ჩინური ნაქარგობა, სპილოს ძვლის ფიგურები, ზარდახშები და დეკორატიული სამშვენისები, მარაოები, ხის, სხვადასხვა ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების მხატვრული დამუშავებით შექმნილი მინიატიურული ქანდაკებები, მდიდარი და მრავალფეროვანი ბუდისტური მცირე პლასტიკა და სხვა.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ჩინური ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია საშუალებას იძლევა თვალი გავადევნოთ ჩინური ხელოვნების განვითარების გზას ადრეული შუა საუკუნეებიდან თანამედროვეობამდე.”

(ზოგჯერ სამყაროს მეორე მხრიდან რომ შეხედო, იმ,  პირველ მხარეს უფრო გაუგებ და თავიდან გაიაზრებ. ამიტომ დედამიწის მეორე ბოლოდან შემოქროლილი მითოსით ტვინს გავინიავებ და განსხივოსნებული მოგევლინებით შემდეგ პოსტში, სადაც დეტალურად აღვწერ გამოფენის გამოძახილს ქართული საზოგადოების ქვეცნობიერში სოციოლოგიური დასკვნის სახით). 

სად:    შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების  მუზეუმში
რა:      ჩინური ხელოვნების გამოფენა
როდის:    28 სექტემბრიდან  22 ოქტომბრამდე

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s