9 ოქტომბერი – რუსთაველის სცენაზე დადგმული დრამა შენს შესახებ

 

ალბათ ქუჩაში გასვლისას თვალი მოგიკრავთ უცნაურ თეთრ ბანერზე იდუმალი განცხადებით:   ”1 ოქტომბრიდან შენ იღებ გადაწყვეტილებას”.  მე რატომღაც გამიელვა: ”ალბათ მეორედ მოსვლის სარეკლამო აქციაა”.  არადა, მერე გამახსენდა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად 2010 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში ამუშავდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.
ანუ, თორმეტი რიგითი მოქალაქე გადაწყვეტს ბრალდებულის ბედს სასამართლოში. ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველო მოსამართლეები ვართ. დიდი პასუხისმგებლობა მოგვანიჭა კანონმა. თითქოს მართლა მეორედ მოსვლისთვის გვამოწმებენო: თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იქნება საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება ადამიანის ბედზე: თუ მკვლელს გაამართლებ – ესე იგი პოტენციურ საშიშროებას არ აღკვეთ, თუ უდანაშაულო წავა ციხეში დაუფიქრებელი გადაწყვეტილების გამო – უდიდესი ტრაგედიაა შენს სინდისზე.   ამიტომ, საზოგადოებაში პასუხისმგებლობის ამაღლებას უდიდესი ფუნქცია აკისრია სამართალწარმოებისთვის მისი ზოგად-საკაცობრიო თუ კონკრეტული მნიშვნელობით.   ვის შეუძლია დაიფიცოს რომ მისი პირადი ცხოვრების წარსულში მომხდარი ”დრამა” არ იქონიებს ზეგავლენას მის გადაწყვეტილებაზე, რომელზედაც დამოკიდებულია სხვისი ბედი?
მოცემულ ვითარებაში ძალიან აქტუალურია ეს ნაწარმოები.

”12 განრისხებული მამაკაცი” – არსებობს კინოც, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ლინკზე:      http://www.allmovies.ge/ge/#movie/BIFBK
დააკვირდით, მთელი მოქმედება ხორციელდება ერთ პატარა ოთახში, გმირები უცვლელია, და მთელი კინო არის საუბარი 12 მამაკაცს შორის, რომლებიც წყვეტენ პატარა ბიჭის ბედს, რომელიც ეჭვმიტანილია მამამისის მკვლელობაში. ფაქტობრივად, მთელი პასუხისმგებლობა გადადის მხოლოდ და მხოლოდ მსახიობების ოსტატობაზე, რადგან სხვა ”ჩუქურთმა” კინოს არ გააჩნია. საოცარია, და ამ კინოს ბოლოში ვიტირე, რაც ჩემი საზომით დაახლოებით ნობელის პრემიას უდრის.

არსებობს ასევე ნიკიტა მიხალკოვის მიერ გადაღებული რუსული ვერსია: 12 მსაჯული ასამართლებს ჩეჩენ მოზარდს რუსი მამინაცვალის მკლვლელობისთვის. იხ. ამ ლინკზე:   http://www.allmovies.ge/ge/#movie/DIEIL
..ამიტომ, აუცილებლად ნახეთ ეს დრამა რუსთაველის თეატრში, ძალიან აქტუალურია და ეხება თითოეულ ჩვენთაგანს, და რაც არ უნდა ზოგადი იყოს, მაინც ძალიან პირადია ნებისმიერისთვის.

ავტორი:       რეჯინალდ როუზი
დამდგმელი რეჟისორი:      რობერტ სტურუა
რეჟისორი:      რევაზ ჩხაიძე
სპეკტაკლზე მუშაობდნენ :            ლილი ფოფხაძე, თემურ ნინუა, ია საკანდელიძე, გრიგოლ თათეიშვილი

მონაწილეობენ:
სოსო აბრამიშვილი,     დავით კვირცხალია,    მურმან ჯინორია,    თემიკო ჭიჭინაძე,     ლევან ხურცია,    ირაკლი მაჭარაშვილი,    დათო დარჩია,     ზურა ინგოროყვა,     დავით პაპუაშვილი,     ტრისტან სარალიძე,     ბაჩო ჩაჩიბაია,    ვანო გოგიტიძე

სად:    რუსთაველის თეატრის დიდი სცენა
რა:    ”12 განრისხებული მამაკაცი”
როდის:     9 ოქტომბერი,   19:45

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s