ჩინური ხელოვნებისა და ქართულ-გერმანული გამოფენების შთაბეჭდილებები

ჩინური ხელოვნების გამოფენა: კატეგორიულად მოვითხოვ, მაგ ჩინებულ სკამზე რომ წამუსკუპებულხარ, პატივცემულო, სასწრაფოდ წადი გამოფენაზე, – ისევ ინტერნეტით მიწევს შეგეხმიანო, რომ ინტერნეტს მოშორდე. გამოფენა ნამდვილად განსხივოსნებულს,  შთაგონებულს, ესთეტიკური სიამოვნებით გაბრუებულს დაგტოვებთ; ოღონდ, აფორიაქებულ გონებაზე ვერაფერს შეამჩნევთ, ნება მიეცით საკუთარ თავს ცოტახნით მითოსში ჩაიძიროს.

მოქარგული სამოსელი. ალბათ ეცვა ვინმე მძაფრი სურნელის მქონე ქალბატონს. იქვე მოქარგული გობელენი. ვინმე დიდი თანამდებობის პირს ეკიდა ალბათ, რომლის ცოლი ჩიოდა, რომ ფერადი პეპლების გამოსახულება სურდა, ხოლო ქმარი ბრძნული ტონით ამშვიდებდა, ”საყვარელო, ეს უფრო პრესტიჟულიაო”.
ჩემთვის აღმოჩენა იყო პატარა ”ნაჩალიჩარი”, ჟარგონზე რომ ვთქვათ, სპილოს ძვლისგან დამზადებული ულამაზესი ნივთი. თურმე ყოფილა სავიზიტო ბარათის ჩასადები, რაზეც გულიანად ჩავიხარხარე გულში: ამის მომხმარებელს დელიკატური იუმორის გრძნობა ჰქონია.

გამაოცებელია ასევე ფერები: იმდენად გემოვნებით არის შეხამებული, რომ უნებურად გული ამიჩქარდა, იმდენად დიდი იყო აღსაღქმელი სილამაზე. უბრალოდ დავბორიალებდი ერთი ეკსპონატიდან მეორესთან, წარმოსახვაში ფილმებს ვიღებდი.
იქვე იყო გამოფენილი ჭადრაკის დაფა. ჭადრაკი თავდაპირველად ინდოეთში გამოიგონეს რათა სამხედრო ტაკთიკები გაეთვალათ; ნეტავი ეს დაფა იგივე მიზნებით მოიხმარებოდა, თუ ვინმე დიდებული ცოლს სიამოვნებას ანიჭებდა იმით, რომ ძალით აგებდა, რის შემდეგადაც ცოლი ჩაის რიტუალს ჩაუტარებდა საყვარელ ქმარს. (ჩაის რიტუალი განსაკუტრებული ტრადიციაა, რომელსაც სიყვარულის ახსნის დატვირთვა აქვს აზიის ზოგიერთ ნაწილში. ანუ, გოგოებო, ყველას ნუ მიართმევთ ჩაის..)
ბევრს ვწერ. აუცილებლად ნახეთ გამოფენა, დღევანდელი მას-პროდუქციის სამყაროში ძალიან გამომაფხიზლებელია გემოვნებისთვის დიდი ესთეტიკით დატვირთული საგნების დათვალიერება.
დავურთავ ტრადიციული ჩინური ცეკვის ვიდეოს.. ევროპული რაციონალური ესთეტიზმისგან განსხვავებით, აქ რაღაც ჰიპერბოლირებულია, და ამით ემოციას აფიქსირებს საწყის, ყველაზე ექსპრესიულ ეტაპზე..

რაც შეეხება გამოფენას ”საქართველოს სული და სხეული”; ორივე ფოტო ხელოვანის ნამუშევრები სპეციფიური აღმოჩნდა: კერძოდ, გერმანელის ფოტო ნამუშევრები უცხო და საინტერესოა გერმანელისთვის, რომლისთვისაც საკმაოდ უცხოა ველური ბუნების მოქნილი სილამაზე. ქართველის განებივრებული თვალი კი სირთულეებს მოითხოვს: გურამ წიბახაშვილის ფოტოები უფრო ”მრავალფენოვანი” და ”მრავალგანზომილებიანი” აღმოჩნდა. საუბარია ერთ-ორ ფოტოზე, რომლებმაც განსაკუტრებით მიიპყრო ჩემი ყურადღება. ერთზე, უკანა ფონი არის ქუჩა წვიმისას, მორბის მოხუცი ქალი სპაზმური ტრაგიკული სწრაფვით – მირბის სადღაც; ხოლო ოდნავ წინ ჩანს მანქანის სარკეში არეკლილი კატეგორიულად განყენებული სიუჟეტი. ამას ერთვის წინა და უკანა პლანების სიმრავლე რაც სივრცის სიღრმის შეგრძნებასა და ”მრავალგანზომილებიანობის” განცდას ჰქმნის. სხვა ფოტოები გამოირჩეოდა ადამიანური სიმარტივით: საოცრად ღრმა და მგრძნობიარე სახეები: ბავშვების, მოხუცების და სხვ. კორალის ფოტო ნამუშევრები, როგორც შეგვპირდნენ, მართლაც ”მითიური” აღმოჩნდა: მთები და ზღვა, მარტივი სილამაზე, რომელიც შიგნიდან ანათებს ჰაერით და სიცოცხლით.

უი, და ყოველი შემთხვევისთვის აღვნიშნავ, სტუდენტური ბილეთი სულ რაღაც ერთი ლარია, და ფოტოების გადაღება აკრძალული ყოფილა ჩემდა სამწუხაროდ.
გისურვებთ საუკეთესო განცდებს ამ ორი შესანიშნავი გამოფენის დათვალიერებისას. მე კიდევ უნდა წავიდე, ერთხელ დანახვა არ მეყო.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s