11-12 ოქტომბერი, მარჯანიშვილის თეატრი

 

 როსტამი და ზოჰრაბი

 
დამდგმელი რეჟისორი, თოჯინების ავტორი, კოსტიუმების მხატვარი – ბეჰრუზ ყარიბფურ
მუსიკალური გაფორმება –  ლორის ჩექნოვერიანის
განათება – ამირ მოჰამადის
ხმის ოპერატორი – თაჰმინე მოჰამადი
რეჟისორის ასისტენტები – ალი ფაქდასთ, მარიამ ეყბალი, ჰენგამე საზეშ, სინა იეილაყბეიგი

ანიმატორები:
მარიამ ეყბალი, ალი ფაქდასთ, აფსანე ზამანი, ყაზალ ესკანდარნეჟად, ალი აბულხეირიან,
მოჰსენ იმანხანი, მარჯან აჰმადი, ჰომაიუნ სალაჰი, სალმა მოჰსენი,
ქამელია ნუჰი, მონა ქიანიფარ,ფარზანე აყელი,ყასემ რაჰმათი,
სომაიე ნადერი,მარზიე სარმაშყლი,აირინ ყარიბფურ,ფათემე ამირხოსროუ,
ნეგარ მირფახრაი, ართემიზ ნიანი,ფეიმან შარიათი,აჰმად მოჰამადი
დრო და თარიღი: | 20:00 სთ, სამშაბათი, 12 ოქტომბერი | 20:00 სთ, ორშაბათი, 11 ოქტომბერი |
ადგილი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; ბილეთის ფასი – 26 ლარი

როსტამი და ზოჰრაბი არის ლორის ტჟეკნავორიანის მიერ დაწერილი ოპერა, რომელიც პირველად დადგმული იქნა ცნობილი ირანელი რეჟისორის, ბეჰროუზ გჰარიბპურის მიერ, თეირანის ფერდოუსის ცენტრში 2005 წელს.  2003 წელს ბეჰროუზ გჰარიბპურმა დააარსა თოჯინების თეატრი; მან ააღორძინა ირანული ნაციონალური ოპერა, რთული სალიტერატურო ენა გაამდიდრა დიალექტებით, რითაც ადვილი გასაგები გახადა თავისი შემოქმედება ფართო მაყურებლისათვის.  ”როსტამი და ზოჰრაბი” ეფუძვნება დაახლოებით მეათე საუკუნის მწერლის, ფერდოუსის ნაწარმოებს ”შაჰნამეს”, რომელიც მიიჩნევა ეროვნულ საგანძურად რიგი მიზეზების გამო: ითვლება, რომ ამ ნაწარმოების წყალობით ჩამოყალიბდა პოეტური და დახვეწილი ენა, და შენარჩუნდა იმ დროინდელი ეთნოსი და კულტურა, დღევანდელი სპარსული ენის არსებობა უკავშირდება სწორედ ამ ნაწარმოებს,  გარდა ამისა, შაჰნამე წარმოადგენს ნახევრად ისტორიულ, ნახევრად კი მითოსურ ნაწარმოებს, რომელიც დაახლოებით, შვიდჯერ უფრო მოცულობითია ვიდრე ჰომეროსის ილიადა. შაჰნამეს ერთხელ ეწოდა ”სპარსული ყურანი”, რადგან იგი მოიცავს ძველი დროის ზეპირ გადმოცემებს და ასევე ისტორიულ წყაროებსაც. ფაქტობრივად, მთელი სპარსული კულტურა და ხასიათი ჩანს ამ ერთი ყოვლისმომცველი ნაწარმოებიდან. შაჰნამე ირანელებისათვის არის დაახლოებით ის რაც ჩვენთვის არის ვეფხისტყაოსანი. შაჰნამე, ეროვნული ეპოსი, რომელიც იწყება თხრობით კაცობრიობის შექმნის შესახებ, პირველ ადამიანსა და პირველ მეფეზე, გრძელდება თხრობით მეფეებსა და გმირებზე… პერსონაჟები იცვლება, მთავარი მოქმედი ”გმირი ” კი თავად ირანი გახლავთ.
პერსონაჟები რთულია: ყველას გააჩნია ბოროტი და კარგი, რაც ზოროასტრის სწავლებას უკავშირდება: შაჰნამეს მწერალი ამახვილებს ყურადღებას არჩევანის არსებობაზე.
ამიტომაც, ვისაც სპარსული ”სული” გაინტერესებთ აუცილებლად წადით. გული მიგრძნობს, ძალიან დრამატული სანახაობა იქნება და ძალიან საინტერესოც, რადგან მენტალობა ჩვენთვის თან ახლო თან უჩვეულოა. მივდივარ.

P.S: წავაწყდი ერთ უჩვეულო რამეს: ჯაზი, შექმნილი სპარსული ზეგავლენის ქვეშ. მოცემულ კონტექსტში საკმაოდ საინტერესოა:     http://www.youtube.com/watch?v=NHus_pTCuZw&feature=related

photo in post made by Arash Ashoorinia

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s