“ტორნადომ გაანგრია გალაქტიკა” – ”ერისიონის” საიუბილეო კონცერტი

 

რა:  ”ერისიონის” საიუბილეო კონცერტი და მისივე ვარსკვლავის გახსნა ფილარმონიის წინ
სად:    ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში
როდის: 13 ოქტომბერს

ჩვენი პატრიარქი სოფელ სნოდან არის წარმოშობით, რომელიც მდებარეობს საქართველოს ულამაზეს ნაწილში – ხევში, ამიტომ, კონცერტზე წარმოდგენილ იქნება ახალი ცეკვა ”სნოური”  რომელიც ”საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საპატივცემულოდ შეიქმნა და ის სვეტიცხოველის 1700 წლისთავს ეძღვნება”, როგორც შევიტყვე მედიანიუსიდან. იგივე წყაროდან გავიგე რომ: ”კონცერტს ფრანგი, გერმანელი, უკრაინელი და ბალტიისპირელი პროდიუსერებიც დაესწრებიან, რომელთანაც “ერისიონის” ხელმძღვანელობა მომავალი გასტროლების გეგმებს შეათანხმებს.”

ანსამბლი შეიქმნა 1885 წელს, ”მის პირველ კონცერტებს 1886 წელს გაზეთ “ივერიაში” აღფრთოვანებული რეცენზიები უძღვნა ერის სულიერმა მამამ ილია ჭავჭავაძემ” – წერს  ეკა ირემაშვილი.  სახელი “ერისიონი” (სულხან-საბას განმარტებით ცის იერს, მთის წვერს ზევით ნიშნავს) ანსამბლს 1999 წელს დაერქვა.
”2002 წელს პარიზში “ერისიონს” გადაეცა ოქროს დისკი. ერთდროულად 5.000-ზე მეტი აფიშა და სხვა სარეკლამო საშუალება იუწყებოდა ანსამბლის “ტრიუმფალურ დაბრუნებას” პარიზში. “ტორნადომ გაანგრია გალაქტიკა” – წერდა “ერისიონის” სპექტაკლზე გაზეთი “გალაქსი” ”.
საყურადღებოა: 13 ოქტომბრის პროგრამაში შევა ყველა ის სიმღერა თუ ცეკვა, რომლებმაც ”ერისიონს” წარმატება და მსოფლიო აღიარება მოუტანა.

მე პირადად ვარ ნამყოფი ერისიონის კონცერტზე მოსკოვში. უზარმაზარი დარბაზი მთლიანად გადატენილი იყო. ფურორი იყო კოლოსალური, მოსკოვის ერთ-ერთ ცნობილ სატელევიზიო წამყვანსაც მოვკარი თვალი მაგ კონცერტზე. ამიტომ, მოვიხმობ ყველას, დავაფასოთ ჩვენი კულტურა, თორემ სხვა დაგვასწრებს!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s