30 ოქტომბერი – გრიბოედოვის თეატრი – ”ჩვენი ოჯახის მცველები”

რა:    ზღაპარი უფროსებისთვის, ორ მოქმედებად
სად:  გრიბოედოვის თეატრი;  მისამართი: რუსთაველის გამზირი 2.
ბილეთების დაჯავშნა: (+995 32) 93-11-06.
როდის:   30 ოქტომბერი,  12:00, 18:00

შემოქმედებითი ჯგუფი

სცენური ვერსია და დადგმა – ავთანდილ ვარსიმაშვილი,
მ. ლადო;

მხატვარი – მირიან შველიძე;

რეჟისორის თანაშემწე – დინა ბალაკირევა;

მონაწილეობენ

კრავი – მარი კიტია;
ძროხა – ნანა დარჩიაშვილი;
მამალი – არჩილ ბარათაშვილი;
ცხენი – გიორგი თურქიაშვილი;
ძაღლი – მიხეილ არჯევანიძე;
პატრონი (კაცი) – მიხეილ ამბროსოვი;
პატრონი (ქალი) – ირინა კვიჟინაძე;
მეზობელი – ირაკლი აფაქიძე;
ალექსეი – დიმიტრი სპორიშევი;
მარუსია – ეთერ მაღლაკელიძე;

მოკლე შინაარსი:   სათავსო, რომელშიც მოქმედება მიმდინარეობს, ასოცირდება ნოეს კიდობანთან, ხოლო მასში მოთავსებულ ცხოველებს ლაპარაკი შეუძლიათ;  ”ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ! – გვარწმუნებენ სპექტაკლის შემქმნელები. და ჩვენს შორის, ადამიანსა და სხვა ცხოველებს შორის სხვაობა არც ისე დიდია …”  http://afisha.navi.ge/category/griboedovitheatre/

მე მგონი, საკმაოდ მყუდრო და თბილი გარემო იქნება – ადამიანები ცხოველების როლს თამაშობენ, რაც მოითხოვს თამაშის კატეგორიულად შეცვლას, გალაღებას, შეგნებულ ”ბავშვობაში” გადავარდნას, რაც არც თუ ისე იოლია პროფესიონალურ დონეზე…იქნებ უფრო დაკვირვებულები გავხდეთ სამყაროს მიმართ? სამყაროში გაბნეულია უამრავი ასო, თუ შეძლებ წაიკითხო იგი ერთ სიტყვად, მაშინ ღვთის ენაზე მოსაუბრე გახდები – ასე მჯერა.
ასეთი პიესები, სადაც მსახიობს უწევს გრძნობადობის სხვა განზომილებაში გადასვლა თავისი როლის გასაცოცხლებლად, უთუოდ იგივე რეაქციას იწვევს მაყურებელში – იგი დროებით ისვენებს სოციალური ქსელით შექმნილი ”ადამიანობისგან”, მისი გონება ლაღდება, იწყებს თამაშს, რასაც შედეგად მოჰყვება საკუთარი ცხოვრების სხვა კუთხიდან დანახვა როგორც ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი.
გისურვებთ სასიამოვნოდ აფორიაქებულ და ”ნათელ” განწყობას!

პოსტში გამოყენებული ფერწერული ნამუშევარი ეკუთვნის სერგო თბილელს, რომლის ნამუშევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე:     http://www.artgalleryline.com/author.php?author=21

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s