Bobby McFerrin. ახალი ალბომი

გამოსულია Bobby Mc Ferrin – ის უახლესი ალბომი – სულ ცხელ-ცხელი, სახელწოდებით ‘’VOCAbuLarieS’’, რაც არა მხოლოდ რიგითი შედევრია გენიალური მუსიკოსისა, არამედ ასევე მეცნიერული კვლევის შედეგიც. 2009 წელს Bobby-მ და Daniel Levitin- მა შექმნეს დოკუმენტური ფილმი, რომელმაც ჯილდოც მოიპოვა. ფილმი ეფუძვნება ლევიტინის ყველაზე წარმატებულ წიგნს – ”This Is Your Brain On Music”; ამავე წლის უფრო გვიანდელ პერიოდში კი ორივენი წარსდგნენ მსოფლიო მეცნიერების ფესტივალზე სადაც ბობიმ ცოცხალი მაგალითი აჩვენა იმისა, თუ როგორ არის მუსიკა კოდირებული მოძრაობებში – მან ფაქტობრივად ამღერა მთელი დარბაზი საკუთარი მოძრაობების მიხედვით, რაც წიგნის შინაარს მოსდევს – მუსიკა არის რთული პროცესი ტვინში, რომელსაც შეესაბამება კონკრეტული მოძრაობა და წარმოიდგინეთ, ფერებიც კი.

არსებობს უიშვიათესი დაავადებები: ერთი, როდესაც ყრუ ბავშვს შეუძლია ნახატის მიხედვით დაწეროს მუსიკა – ანუ წაიკითხოს ფერებში მელოდია, და მეორე – როდესაც ბავშვი მუსიკის მოსმენის შემდგომ ხატავს ნახატს, რომელსაც მთლიანად ხსნის მუსიკის კონსტრუქციის საფუძველზე. (თუმცა რატომ დააკვალიფიცირეს უმეტესი ჩვენთაგანის აღქმით ნიჭი – დაავადებად, ზუსტად ვერ გეტყვით).

2010 წელს, ერთწლიანი შრომის შედეგად, გამოიცა ზემოთხსენებული ალბომი ორაზროვანი დასახელებით ‘’ VOCAbuLarieS’’, სადაც ბობიმ გააანალიზა მსოფლიოს მრავალი ენა და გამოიმუშავა ერთიანი, ექსკლუზიური ჟღერადობა – კატეგორიულად განსხვავებული ენების შეერთების შედეგად მიღებული ‘’კაცობრიობის ჟღერადობა’’. დისკის შეძენა შესაძლებელია amazon.com-ზე 13 დოლარად; ამ ალბომში შესული სიმღერები youtube- ზეც მოიპოვება.

ალბომში მონაწილეობა მიიღო მთელი მსოფლიოდან ჩამოსულმა 50 შემსრულებელმა, რომელთაც 1400 მდე ჩანაწერი გააკეტეს ამ ალბომის პოლიფონიის შესაქმნელად.

სამწუხაროდ, ბობის იცნობენ მისი მსოფლიო-ჰიტით ‘’Don’t Worry, Be Happy’’, რომელიც არის მხოლოდ ‘’ფოთოლი უზარმაზარ ხეზე’’ როგორც აბორიგენები იტყვიან ხოლმე. Bobby McFerrin – არის ის გენიოსი, რომელმაც შესძლო საკუთარი ხმით პოლიფონია შეექმნა – ერთი ადამიანი ახერხებს იმდენს, რომ თვალდახუჭულს , გეგონებათ რომ მინიმუმ 3 კაცია და კიდევ რაიმე ინსტრუმენტი უკრავსო. ნათელი მაგალითი:

8 ”Grammy” მიიღო (ეს რაც მე ვიცი), – ჯილდოებით დამფასებელის საყურადღებოდ.

თავიდან ცოტა მოვიწყინე – მეთქი რა უნიჭო ვყოფილვარ. მაგრამ ბობის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, პირიქით, ძლიერ შთაგონებულიც დავრჩებით – მისი მშობლები ორივე კლასიკური მუსიკის შემსრულებელია, რასაც ემატება ბობის შრომისმოყვარეობა: მრავალ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა ცხოვრება ისე წარმართოს , რომ მიწიერი სასწაულები შექმნას – თავისთვის, თუ სხვებისთვის, – რაღა მნიშვნელობა აქვს.

აი ჩემი აზრით მიწიერი სასწაული, ამის მერე მარტივი ადამიანური ჯადოქრობის როგორ არ უნდა სჯეროდეს ადამიანს.. რაღა მაინცდამაინც ჰაერში გაუჩინარება ითვლება სასწაულად..

სიტყვები ზედმეტია, ამიტომ დაგიტოვებთ დისკოგრაფიასა და ბოლო ალბომში შესული სიმღერების დასახელებებს:

დისკოგრაფია:

Bobby McFerrin (1982)

The Voice (1984)

Spontaneous Inventions (1987)

Elephant’s Child (1987)

Simple Pleasures (1988)

Don’t Worry, Be Happy (1988)

How the Rhino Got His Skin/How the Camel Got His Hump (1990)

Medicine Music (1990)

Play, with Chick Corea, 1992

Hush, with Yo-Yo Ma, 1992

Many Faces of Bird (1991)

Sorrow Is Not Forever (1994)

Paper Music (1995, with the St. Paul Chamber orchestra)

Bang! Zoom (1996)

The Mozart Sessions, with Chick Corea, 1996

Circlesongs (1997)

Mouth Music (2001)

Beyond Words (2002) – featuring Chick Corea, Cyro Baptista and Richard Bona

VOCAbuLarieS (2010)

Vocabularies:

1. Baby 8:04

2. Say Ladeo 8:44

3. Wailers 10:26

4. Messages 11:22

5. The Garden 8:34

6. He Ran To The Train 10:30

7. Brief Eternity 6:13

მიუხედავად იმისა რომ სიმღერა სულ შვიდია, ხანგრძლივობა (თითოეული სიმღერის გვერდზე არის აღნიშნული) საკმაოდ შთამბეჭდავია. ‘’ეს მუსიკა ათრობს მსმენელს სიყვარულით’’ – წერს მაიქლ გიპსონი.

გისურვებთ  უდიდეს სიამოვნებას ამ სიმღერების მოსმენისას!

P.S: დიდი სიამოვნებით ჩამოვაყალიბებდი გუნდს (a capella) თუ არიან მსურველები იმპროვიზაციული ხასიათით 😀

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s