გეორგ ბაზელიცის გამოფენა

 

რა:   გეორგ ბაზელიცის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპელი მხატვრის გამოფენა
სად:   შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი;  ლ. გუდიაშვილის ქ. 1 შ.
როდის:  2 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე, 2010
გეორგ ბაზელიცი დაიბადა აღმოსავლეთ გერმანიაში 1938 წელს;  რვა წლამდე მესამე რეიხის რეჟიმში ცხოვრობდა ხოლო შემდგომ –  ‘’კომუნისტურ გერმანულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში’’; სანამ იზრდებოდა, თანამედროვე ხელოვნება თითქმის არ უნახავს. მხოლოდ 18 წლის ასაკში შევიდა აღმოსავლეთ ბერლინის ხელოვნების სკოლაში, რომლიდანაც ორი თვის მერე გააგდეს ‘’საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჩამოუყალიბებლობის’’ მოტივით, რის შემდეგაც ის გადადის დასავლეთ ბერლინში სწავლის გასაგრძელებლად; (ეს მოხდა ბერლინის კედლის აშენებამდე). მან სახელიც შეიცვალა (დაბადებით გეორგ კერნი); ‘’Deutschbaselitz’’ – მისი დაბადების ადგილი რის მიხედვითაც მან აიღო ახალი გვარი ‘’ბაზელიც’’.
ამ პერიოდში იგი ბევრს კითხულობს და ”ისრუტავს” ინფორმაციას, მაგრამ როგორც თავად განაცხადა, გერმანიაში ‘’ინტელექტუალური შიმშილი’’ სუფევდა. (ეტყობა მას მიბაძა ჩვენმა ახალგაზრდობამ როდესაც სულიერი განცდებით დატვირთული ‘’კულტურა გვშია’’ მიაწერეს სწორედ რომ ასე თუ ისე კულტურის შენობებს) . პარადოკსალური განცხადებაა, რადგან 60-იანი წლების გერმანია საკმაოდ პროდუკტიული გახლდათ ხელოვნების თვალსაზრისით, მაგრამ არ იყო მასწავლებელი, რომელიც არ იქნებოდა წარსულის გადამწყვეტი ზემოქმედების ქვეშ.
 
ბაზელიცი გამოხმაურებას იწვევს ‘’შოკ-თერაპიით’’; წარსულის ხელოვნებასა და პოლიტიკურ იდეოლოგიებს უჯანყდება იმ დროს ჯერ კიდევ შოკის მომგვრელი სიუჟეტებითა და არანაკლებ ”აჯანყებული” ტექნიკით. 1963 წელს მისი პირველი პერსონალური გამოფენიდან საჯარო წარმომადგენლის მიერ იქნა ამოღებული ორი ტილო, რომელიც მხატვარს დაუბრუნდა ორი წლის შემდეგ, საჩივრის შედეგად. ამ ორი ნახატიდან ერთი განსაკუთრებით გამოიხატება გულახდილი და პირდაპირი აგრესიით, ესთეტიკით შეუნიღბავი ეროტიკით:  ‘’ Die große Nacht im Eimer’’ – სავარაუდოდ: ‘’დიდი ღამე ქილაში’’ . ნახატის კუთხეში მართლაც არის ქილა; გავბედავ და ვივარაუდებ რომ ამგვარი სახელის დარქმევა სუბიექტისგან აბსტრაგირების საშუალებას იძლევა, რაც ბაზელიცის ხელწერად გადაიქცევა შემდგომ წლებში. ფერწერული თვალსაზრისით, თავისუფალი ტექნიკაც ფუნჯის მკვეთრი მონასმებით  ერთგვარი ბუნტია – სიუჟეტზე რომ აღარაფერი ვთქვათ.  ცნობილია, რომ მხატვრის ინტერესს წარმოადგენდა სულიერად ავადმყოფი ადამიანები, ნაღრძობი ფსიქიკა, ალბათ, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი ყველაზე ახლოს ასახავდა მიმდინარე ცვლილებებს საზოგადოებაში, პოლიტიკურ-მენტალურ ცვლილებებს.  შოკის ხარჯზე წარმატების მოპოვება მან თავად აღიარა; მისი სიტყვებით, იგი აღუდგა მის წინათ არსებულ ხელოვნებას, ხოლო ეხლა, როდესაც საზოგადოება შეეჩვია და ანტი-მორალიზმი უკვე შოკის საფუძველი აღარ არის, დღევანდელი მხატვრები თავის მხრივ, აღუდგნენ მის ხელოვნებას და უწოდებენ მას ‘’ამაზრზენს’’, რაზედაც მხატვარს მშვიდი რეაქცია აქვს. კვლავ მოვიშველიებ მისივე ნათქვამს : ‘’ხელოვნება ღრმად ინდივიდუალურია, იგი პირადი ბუნტია არსებული გარემოს მიმართ; მხატვრების ყოველი ახალი თაობა წინა თაობას უჯანყდება საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად’’.
1969 წელს იგი იწყებს სუბიექტის ასახვას თავდაყირა; ეს თავისებური მეთოდია ტილოს მთავარი სუბიექტისგან აბსტრაგირებისა; ბაზელიცის მიზანი არის ფერისა და ტილოს საერთო შტაბეჭდილება, და არა თავად სიუჟეტი ან პიროვნება ვისაც იგი ასახავს. ნებისმიერი ადამანი გამოსახული მის ნამუშევრებში არის  მხოლოდ ”საშუალება” ფერწერული თამაშისა.
ბაზელიცი არ ასახავს რეალობას – იგი მოძრაობისა და ფორმის ახალი ურთიერთდამოკიდებულებით უარყოფს რეალობაში არსებულ სტრუქტურას და ქმნის ახალს, თავად ნახატში არსებული შიდა ურთიერთდამოკიდებულებები არის ახალი რეალობა.

Advertisements

One thought on “გეორგ ბაზელიცის გამოფენა

  1. გამოხმაურება: Tweets that mention გეორგ ბაზელიცის გამოფენა « Event Lenta -- Topsy.com

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s