Ça Ira

მუსიკა, რა თქმა უნდა, ბავშვობიდანვე მახლავს ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ მე მუსიაკში ფეხი შევაბიჯე იმ დღეს, როდესაც გადავწყვიტე მუსიკალური სკოლა მიმეტოვებინა. კი უცნაურად ჯღერს, მაგრამ ეს ასეა. მუსიკალური სკოლის მიტოვება მე-4 კლასში მოვინდომე, მაგრამ მშობლების დაძალებით ისევ დავუბრუნდი მას. რა თქმა უნდა, ვიყავი ჩვეულებრივი მოსწავლე, სოლფეჯიოს გაკვეთილებს ვაცდენდი, მუსლიტერატურაზე დღე გამოშვებით დავდიოდი. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, დავამთავრე მუსიკალური სკოლა, და ახლა ვნანობ, რომ ზედმიწევნით არ ვსწავლობდი.

მე-10 კლასის მერე გამომადგა მუსიკალური განათლება. გიტარაზე დაკვრაც დავიწყე და ა.შ. დღეისთვის უკვე გარდა ფორტეპიანოსა ბასზე, აკუსტიკურზე და ელექტრო გიტარაზე ვუკრავ. ორღანზე დაკვრაც მხდა წილად ერთხელ.

ეს ისე, შესავლისთვის. რაღაცა ხომ უნდა მეთქვა.

თბილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი მაღალი დონის ხელოვნების მაგალითია. მაგრამ ყველაფერს თავისი მინუსი აქვს, – მუდამ ერთი და იგივე რეპერტუარს ატრიალებენ. ახალი იშვიათად მხვდება ხოლმე აფიშებზე. გერშვინის ”პორგი და ბესი” ბოლოს არც მახსოვს როდის დაიდგა. მაგრამ აფიშა აჭრელებული: ”მაკნატუნა”, ”გედების ტბა”, ”ჟიზელი”, ბოლო დროს ”აიდაც” დაემატა.

არ იფიქროთ, რომ მე ვაკრიტიკებ ხელოვნებას და ჩვენ სახელმწიფო ოპერის თეატრს. უბრალოდ სცენაზე ახალი, განსხვავებული მუსიკის მოსმენა მინდა. მე არ ვთხოვ დაივიწყონ კლასიკა და Jesus Christ Superstar დადგან, მიუხედავად იმისა, რომ მიუსიკლის ცოცხალი შესრულებით მოსმენა ძალზედ მწადია.

მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს საქართველოს სახელმწიფო ორკესტრთან: მოგვასმენინონ ”Ça Ira ცოცხალი შესრულებით. არ იცით რა არის ”Ça Ira”?

იცით რა არის Pink Floyd?

იცით ვინ არის Roger Waters?  და არ იცით რა არის ”Ça Ira”?

მაშინ მოკლე ისტორიას მოგაწვდით:

Ça Ira”  Pink Foyd-ის ერთ-ერთი წევრის როჯერ ვოტერსის მიერ დაწერილი ოპერაა, რომელიც ალბომის სახით 2 CD-ზე 2005 წლის 26 სექტემბერს გამოიშვა. ”Ça Ira” არის ოპერა სამ აქტში, რომელიც დაყრდნობილია Nadine Roda-Gil  და Étienne-სთან ერთად საფრანგეთის რევოლუცის შესახებ დაწერილ ლიბრეტოზე  .

1987 წელს როჯერ ვოტერსის მეგობრებმა Étienne Roda-Gil და Nadine Delahaye-მა თხოვეს მუსიკისათვის ლიბრეტო დაეწერა. საწყისი ვერსია 1988 წლის ბოლოსთვის დასრულებული და ჩაწერილი იქნა. როდესაც ეს ჩანაწერი François Mitterrand-მა მოისმინა, გაოცებული დარჩა და მოითხოვა, მომავალი წლის ივლისისათვის პარიზის ოპერაში დაედგათ. მაგრამ ოპერის რეჟისორები წინააღმდეგ იყვნენ, რადგანაც ვოტერსი ინგლისელი იყო, გარდა ამისა როკ ჯგუფში უკრავდა.

1989 წლიდან როჯერ ვოტერსმა ლიბრეტო ინგლისურ ენაზე თარგმნა.

Ça Ira პირველად 2004 წლის 1 მაისს მალტაში გაჟღერდა. 15 წუთიანი ნაწყვეტი 80 000-მა ადამიანმა მოისმინა. ამ დღეს მალტა ევრო კავშირში შევიდა.

ოფიციალური პრემიერა 2005 წლის 17 ნოემბერს ქალაქ რომში გაიმართა.

ოპერის სრული დადგმა კი 2006 წლის 25 აგვისტოს პოლონეთში, ქალაქ პოზნანში მოხერხდა, რასაც პოლონეთის ტელევიზია – TVP პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. ამის შემდეგ ოპერა დადგმული იყო კიევში (16 დეკემბერს) და კვლავ პოზნანში (30 და 31 დეკემბერს). 2008 წლის აპრილში ოპერა უკვე ინგლისურ ენაზეც გაჟღერდა ბრაზილიაში, ოპერის ფესტივალზე.

რით ვართ ჩვენ გამონაკლისი? თუ გავითვალისწინებთ რომ საქართველოში Pink Floyd-ს ბევრი თაყვანისცემელი ყავს, მაშინ უმიზეზო არ იქნება ამ ოპერის დადგმა თბილისის სცენაზე. Pink Floyd-ის ჩამოყვანას არ ვთხოვ, ვერც ვთხოვ, რადგანაც პიანისტი, ორღანისტი და უნიჭიერესი მუსიკოსი Richard Wright გარდაცვლილია (RIP Rick Wright).

Ça Ira-ს მოსმენა შეგიძლიათ აქ: http://www.we7.com/#/album/Roger-Waters/Ca-ira-French-Version

იხილეთ კიევში დადგმული Ça Ira-ს ნაწყვეტები:

Advertisements

2 thoughts on “Ça Ira

  1. თემო, მე ერთი რაღაც ვერ გავიგე. ეს თუ ოპერაა, მიკროფონებით რატომ მღერიან?

  2. კიდევ ერთი მინდა დავამატო, ახალი წარმოდგენები, ეს იქნება ოპერა თუ ბალეტი, დაიდგმება, ჩემი აზრით, ოპერის თეატრის შენობის რესტავრაციის შემდეგ :))) ვიმედოვნებ ყოველ შემთხვევაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s