გამოფენა

 

რა: ლევან ლაღიძის პერსონალური გამოფენა ( გაყიდვაც)

სად: გალერეა ”შარდენი” , რუსთაველის 13

როდის: 29 ოქტომბერი საღამოს 7-ზე – გახსნა, გრძელდება 12 ნოემბრამდე

1958 – დაიბადა თბილისში, საქართველო.

1981 – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველო.

ჯგუფური გამოფენები

2004 – საზოგადოება “საქართველოს ამერიკელი მეგობრების” მიერ მოწყობილი           საქველმოქმედო აუქციონი, დოილი, ნიუ იორკი, აშშ;

1998 – ART SALON’98, მოსკოვი, რუსეთი;

1997 – “დაბრუნება”, გალერეა TMS, თბილისი, საქართველო;

1996 – Galerie Seidel am Domhof,  კიოლნი, გერმანია;

1994 – “The Bigining”, CA Global AC, ვენა, ავსტრია;

1994 – ქართული ხელოვნება, Steiner Haus, ბონი, გერმანია;

1993 – ქართული ხელოვენება, Riviera Gallery, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი;

1990 – ქართული სკოლა, დრუოს აუქციონი, პარიზი, საფრანგეთი.

1986 – ქართული ხელოვნების რეტროსპექტივა, ცენტრალური მხატვრის სახლი,   

                მოსკოვი, რუსეთი.

პერსონალური გამოფენები

2006, 2005, 2004, 1998, 1995 – გალერეა TMS, თბილისი, საქართველო;

1994 – ცენტრალური მხატვის სახლი, წარმოადგინა   Gartsev Gallery,  მოსკოვი, რუსეთი;

1990 – ქართული კულტურის ცენტრი  “მზიური”, მოსკოვი, რუსეთი

1989 – მხატვრის სახლი, თბილისი, საქართველო.

ნამუშევრები დაცულია

ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეა, მოსკოვი, რუსეთი

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი

სურათების ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო

ზიმერლის ხელოვნების მუზემი, რუტგერსის უნივერსიტეტი, ნიუ ჯერსი, ა.შ.შ.

Gertsev Gallery, მოსკოვი, რუსეთი

TMS Gallery, თბილისი, საქართველო

კერძო კოლექციები:

საქართველო, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, ა.შ.შ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ბელგია, ჰოლანდია, ნორვეგია, სამხრეთი აფრიკა

ბატონი ლევანის ნამუშევრების დათვალიერებისას პატარა გაუგებრობა ვიგრძენი:  დეკორატიული ხელოვნება თუ დღევანდელი რეალობის შეგრძნებითი ეკსპრესია?  ფაქტია, ყურადღება მიიპყრო და ღირს მცდელობა გამოვიჩინო ამის ”გადასახარშად”

დეკორატიული ელემენტი შემდეგში მდგომარეობს: მონოტონური მონოგოამური მოცემულობა რომელსაც არ გააჩნია თემა, მოქმედება, მოძრაობის შეგრძნება. ხიბლავს ფერთა კონტრასტებით და საკმაოდ მარტივია.
მეორე მხრივ, ამგვარი სიმარტივე შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ მხატვარი ტრადიციული მეთოდებით კი არ გადმოგვცემს ამბავს – სუბიექტთა და ობიექტთა ”ურთიერთობით” ტილოზე, – არამედ ხელმძღვანელობს ფერის საკმაოდ  ინტუიციური ”თვითრეალიზაციის” თვისებით, ფერის  ზეგავლენის ძალით, რითაც იწვევს ‘ამბის’ ეფეტს არა მოვლენის აღწერით, არამედ მოქმედების შეგრძნებით სტადიაზე დაფიქსირებით.   ფერწერული ტექნიკაც ამ პრინციპზეა აგებული:  მოცემულ ნაშრომებში ეფექტაციები – სიღრმისა თუ სივრცის, მიღწეულია არა შიდა დამოკიდებულებების ხელოვნურად შექმნაზე, არამედ ზეთის საღებავის ბუნებრივი თვისებების ”მართვით”, რაც თავისთავად, უდიდესი ოსტატობაა და საკმაოდ დახვეწილ გემოვნებას მოითხოვს.  სადღაც საღებავი აფხეკილია და ჩანს ქვედა ფენა – რაც სიღრმის  ეფექტს იძლევა მისი ხელოვნურად შექმნის ნაცვლად, ხოლო სადღაც ნაწერის მრავალფეროვნება გვაძლევს ფერწერული ზედაპირის ეფექტს.
ამგვარ ფერწერას თვითნებურად დავარქმევდი ”მიკროხელოვნებას”, რადგანაც ფერებისა და ფორმების მეშვეობით თხრობა აქ მიმდინარეობს არა იმ სტადიაზე, სადაც ადამიანს ტილოს დათვალიერებისას ეცნობა მისი არსებობის გარემო და ამბის შემქმნელი საგნებისა თუ არსებების ურთიერთობა, არამედ განიხილება ამბავი თავისი შიდა სტრუქტურით;  ამბის ვიზუალური განცდით გაანალიზების შედეგად ვღებულობთ ფერთა და ფორმათა ისეთ მონოქრომატიკას, რომელიც მოვლენის განცდას მოვლენის მინიმალური აღწერით ქმნის.  სივრცის ამგვარი ”განცდა” მიმდინარეობს ერთ სიბრტყეში, ერთი ტიპის აღქმადობის ხარჯზე: მოცემული ნაშრომები არ მოიცავს მუსიკალურობას, რაც თან ახლავს მრავალფეროვან ტილოებს (მიხედავად ამისა, ნახატს გააჩნია თავისი აუხსნელი მელოდიურობა), არც ადვილად ამოსაცნობი მოვლენა არის აღწერილი ლიტერატურული აღქმისთვის  (იქნებ ამბის არარსებობა წარმოადგენს ამბავს?)და არც მოქნილი მოძრაობა არ არის ამ ტილოებში.  ცოტა დამაბნეველია, რადგან ეს შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ნიშანი.
დადებითობას იმაში ვხედავ, რომ მხატვარი უარს ამბობს ”აქაურ” რეალობაზე და გადადის ჯიუტი განცდის ერთგვაროვან სიბრტყეში, რაც თავისებურ ხიბლს წარმოადგენს.
ტრაგიკულია ასეთი ხელოვნების სილამაზე:  მხატვარი, საღებავის ბუნებრივი სილამაზით შეპყრობილი, ფაქტობრივად უარს ამბობს საკუთარ მხატვრულ ნებასა და განვითარებაზე. ამიტომ, დიდ პატივს ვცემ ამგვარ თავგანწირვას და საოცარი აღტაცება მეუფლება მძაფრი ტრაგიკული სილამაზის მატარებელი ტილოების დათვალიერებისას, – ერთი ნამუშევარი რაღაცით მარია კალასის მტკივნეულად სუფტა და ემოციურ ხმას მაგონებს;  ზოგიდან კი მიწის ხვნეშა მესმის, ზოგი სევდიანი ფუსფუსის ხმას ”გამოსცემს”
მხატვრის ოფიციალური გვერდი:

http://www.levan-lagidze.ge/index.htm

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s