გეტო – გრიბოედოვის თეატრი

 

რა:   ”გეტო”
სად:   გრიბოედოვის თეატრი, რუსთაველის გამზირი 2    ( ბილეთების დაჯავშნა: (+995 32) 93-11-06)
როდის:  31 ოქტომბერი, 12:00, 18:00

შემოქმედებითი ჯგუფი

დამდგმელი რეჟისორი – ავთანდილ ვარსიმაშვილი;
კომპოზიტორი – იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი);
მხატვარი – მირიან შველიძე;
ქორეოგრაფი – გია მარღანია;
რეჟისორის თანაშემწე – დინა ბალაკირევა;
პროდიუსერი – ნიკოლაი სვენტიცკი;
მონაწილეობენ

ჰანსი – სლავა ნათენაძე;
სრულიკი – მიხეილ ამბროსოვი;
მანეკენი – ეთერ მაღლაკელიძე, ნინა კალატოზიშვილი;
კიტელი – აპოლონ კუბლაშვილი, ვასილი გაბაშვილი;
ხაია – მარიამ კიტია, მედეა მუმლაძე;
ვაისკოფი – მიხეილ არჯევანიძე;
კრუკი – ოლეგ მჭედლიშვილი; ილია კენჭაძე;
წინაწარმეტყველი – დიმიტრი მერაბიშვილი, ალექსანდრე ლუბინეცი;
ივდითი – ლუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ნინა ნინიძე;
გეტოს თეატრის მსახიობები – ნანა დარჩიაშვილი, ალა მამონტოვა, სოფია ლომჯარია,
დიმიტრი სპორიშევი;

ჯოშუა სობოლი, ასევე ცნობილი როგორც იეშუა სობოლი ( יהושע סובול )  დაიბადა თელ ავივში 1939 წელს, არის ებრაელი სცენარისტი, მწერალი და თეატრის რეჟისორი, მოღვაწეობს  იზრაელში და საზღვარგარეთ.  ყავს შვილი – იაჰლი, ცნობილი მომღერალი და მწერალი. 1965 – 1969 წლებში სწავლობდა პარიზში, სორბონაში ფილოსოფიის განხრით, ხოლო 1969 – 1970  წლებში სწავლობდა აღქმის კონცეპციებს  პარიზის ნაციონალურ ინფორმატიკის სკოლაში.  1988 წელს, იანვარში, მისი დადგმის ‘’იერუსალემის სინდრომს’’ მოჰყვა პროტესტების ტალღა, რის შედეგადაც მან შეწყვიტა რეჟისორული მოღვაწეობა და მთლიანად გადავიდა მწერლობაში.

‘’გეტო’’ – არის ვილნიუსის გეტოს ებრაელების ამბავი, რომელიც ეყრდნობა გეტოში არსებულ ებრაულ თეატრს; პიესა მოიცავს ებრაულ ტრადიციულ სიმღერებს და ასევე ჯაზ ნომრებსაც. საყურადღებოა, რომ პიესა მოგვითხრობს ისტორიულად არსებულ პირებზე, როგორიცაა იაკობ გენსი, – ებრაული პოლიციის მთავარი, ხოლო შემდგომ – გეტოს მმართველიც. ეს პიესა ერთ-ერთი ნაწილია  პიესათა ტრიპტიხის, რომლებიც მოგვითხრობს ებრაელთა წინააღმდეგობის გაწევის მოძრაობაზე, მათ შორისაა პიესა: ‘’ Adam and Underground”  გეტოს პრემიერა შედგა ჰაიფას მუნიციპალურ თეატრში, იზრაელში 1984 წელს.
პიესა იქნა დადგმული დევიდ ლენის ინტერპრეტაციით ლონდონში, სამეფო ნაციონალურ თეატრში; მოცემული ინგლისური ვერსია წარმოადგენს მირიამ შლესინგერის თარგმანს (Miriam Schlesinger). იგივე წელს ნიუ იორკში პიესა იქნა დადგმული გედალია ბესერის მიერ თეატრში ‘’წრე კვადრატულ თეატრში’’ (1989 წელი).

პიესა იწყება სრულიკის თხრობით – წარსულში გეტოს თეატრის დირექტორი, რომელიც ყოველთვის ‘’იშტერებს’’ თავს სიმართლის ‘’შერბილებულად’’ თქმისთვის.  ჰერმან კრუკი – მუშაობს ბიბლიოთეკაში და იმითაა დაკავებული რომ აღწერს გეტოს ამბებს. იაკობ გენსი – მან მოიპოვა გეტოს მმართველის –  SS ოფიცრის ნდობა, კვაზი მეგობრობა, რათა ნაცისტური საქმის კეთების ნიღბის მიღმა გადაარჩინოს უმეტესობა ზოგი უმცირესობის გაწირვით. ექიმ ერნსტ პაული – აიძულებს კრუკს რომ დაეხმაროს მას ებრაულ კულტურულ ძეგლთა აღწერაში, არის მიმართული ებრაული კულტურის შენარჩუნებისკენ. საინტერესოდ მიმაჩნია  პრინციპი: ამ პერსონაჟს თამაშობს იგივე მსახიობი, ვინც ასევე თამაშობს კიტელს. ვაისკოფი – შესთავაზებს იაკობ გენს ნაცისტების ფორმების შეკეთების ქარხნის შექმნას – ვაისკოფს ამოძრავებს პირადი ანგარებითი ინტერესი მხოლოდ.  კიტელი – SS-ის მეთაური რომლის მმართველობაშია ეს გეტო. საკმაოდ უცნაური პერსონაჟია: მიუხედავად იმისა რომ ძალიან სასტიკად ეპყრობა ქვეშევრდომებს, მას მგრძნობიარე მხარეც გააჩნია და სულ თან დაატარებს საკსაფონის ყუთს. მას ძლიერ მოსწონს ხაია: გეტოს თეატრის მომღერალი, რომელმაც მოხიბლა იგი საოცარი ხმითა და სილამაზით. როდესაც ხაია გადაწყვეტს გაქცევას რათა მიემხროს ფარულ ნაციონალურ მოძრაობას…
ბოლო გულის გამხეთქავია – რომ გითხრათ საინტერესო არ იქნება.
მივალ, ვნახავ, მოვალ და მერე კიდევ ვიქაქანებ ცოტას.

5 thoughts on “გეტო – გრიბოედოვის თეატრი

    • ui martla? aset shemtxvevashi did bodishs vixdi araswori informaciis mowodebistvis, awi ufro dakvirvebuli viqnebi🙂

  1. Pingback: Tweets that mention გეტო – გრიბოედოვის თეატრი « Event Lenta -- Topsy.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s