რიჩარდ მეთიუ სტოლმანის საჯარო ლექცია

21 ნოემბერს, 15:00 საათზე თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციას წაიკითხავს მსოფლიოში აღიარებული თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის აქტივისტი, რიჩარდ მეთიუ სტოლმანი.

ლექციის თემა: თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა და თქვენი თავისუფლება (Free Software and your Freedom)

თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის მოძრაობა აგიტაციას უწევს კომმპიუტერის მოხმარების კონტროლის და თანამშრომლობის თავისუფლებას. თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის მოძრაობამ შექმნა ოპერაციული სისტემა GNU, რომელიც უმეტესად გამოიყენება ლინუქს (Linux) ბირთვთან ერთად იმისათვის, რომ ესეთი თავისუფლებები შესაძლებელი გახადოს.

რიჩარდ სტოლმანის შესახებ
1983 წელს რიჩარდ სტოლმანმა განახორციელა პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი GNU – ის იყო პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი. ამ პროექტთან ერთად, მან წამოიწყო თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის მოძრაობა (Free Software movements). 1985 წელს კი დააარსა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ფონდი (Free Software Foundation). სტოლმანის ინიციატივაა პროგრამების კოპირების უფლების საჯაროობა. ის არის რამდენიმე ასეთი ლიცენზიის ავტორი, მათ შორისაა GNU General Public License, რომელიც ყველაზე ფართოდ გამოიყენება. 1989 წელს მან დაარსა თავისუფალი პროგრამირების ლიგა. სტოლმანს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში. მათემატიკაში მაღალი აკადემიური მოსწრების გამო იგი გახდა MIT-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის პროგრამისტი. 1974 წელს სტოლმანმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში ჰარვარდის უნივერსიტეტიდან.როკფელერის უნივერსიტეტში სტოლმანი იყო ბიოლოგიის დეპარტამენტის ლაბორატორიაში ასისტენტი. მიუხედავად იმისა, რომ სტოლმანის კარიერა ძირითადად მათემატიკას და ფიზიკას უკავშირდებოდა, როკფელერის უნივერსიტეტში თვლიდნენ, რომ მას საკმაოდ წარმატებული კარიერა ექნებოდა, თუ ბიოლოგიას გაყვებოდა. სტოლმანმა ჩააბარა MIT-ში ფიზიკის დოქტორანტურაში, მაგრამ შეწყვიტა სწავლა პირველივე წელს, რადგან გადაწყვიტა, რომ მისი საქმე პროგრამირება იყო. ეს არის ძალიან მცირე მონაკვეთი, სტოლმანის ბიოგრაფიიდან. ვრცელი ბიოგრაფიისთვის მიყევით ბმულს:http://en.wikipedia.org/wiki/Richard_Stallman

სტოლმანი არის თანამედროვეობის ერთ–ერთი გამოჩენილი სახე, რომლის რევოლუციურმა იდეებმა დიდი გარდატეხა მოახდინა პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში.

დრო: 21 ნოემბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: თავისუფალი უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი

იხილეთ ლექციის შესახებ Facebook-ზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s