პროფესორი სტივ ჰანკეს საჯარო ლექცია

თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვევით, საქართველოში ჩამოდის Johns Hopkins-ის უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ბიზნეს – საწარმოს კვლევების ინსტიტუტის თანადირექტორი, პროფესორი სტივ ჰანკე, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან 25 პირს შორისაა დასახელებული.  

პროფესორი ჰანკე თავისუფალ უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას. ასევე, გაიმართება მისი წიგნის “უსაფრთხო ვალუტა საქართველოსთვის” პრეზენტაცია, რომელიც გამოსცა თავისუფალიუნივერსიტეტის გამომცემლობამ. გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თავისუფალ უნივერსიტეტსა და Johns Hopkins-ის უნივერსიტეტებს შორის .

ლექციის თემა: Georgia in a World of Changing Currency Regimes.

სტივ ჰანკეს შესახებ
სტივ ჰანკე არის გამოყენებით ეკონომიკის პროფესორი და გამოყენებითი ეკონომიკისა და ბიზნეს – საწარმოს კვლევების ინსტიტუტის თანადირექტორი Johns Hopkins-ის უნივერსიტეტში (ბალტიმორი) და უფროსი მეცნიერი Cato ინსტიტუტში (ვაშინგტონი). იგი 1981 – 82 წლებში მუშაობდა უფროს ეკონომისტად პრეზიდენტ რეიგანის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოში და ბევრ სხვა ქვეყანაში (ალბანეთი, ყაზახეთი, ინდონეზია, ვენესუელა, იუგოსლავია და სხვ.) იყო მიწვეული მრჩევლად. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არგენტინის, ესტონეთის, ლიტვის, ბულგარეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, მონტენეგროს და ეკვადორის სავალუტო რეფორმების შემუშავებაში. არის ცნობილი სავალუტო და სასაქონლო მოვაჭრე და სავალუტო რეფორმატორი. 1995 წელს თავმჯდომარეობდა ფონდს, რომელიც აღიარებული იქნა საუკეთესოდ მზარდ ბაზრებზე. 1998 წელს სტივ ჰანკე დასახელდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან 25 პირს შორის.

მისი ინტერნეტ გვერდებია: www.jhu.edu/iasbe/hanke.htm
www.cato.org/people/hanke.html
www.forbes.com/hanke

ადგილმდებარეობა: საკონფერენციო დარბაზი
დრო: 10 დეკემბერი; 18:00 საათი

 

იხილეთ ლექციის შესახებ Facebook-ზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s