სტამბოლში „ქართული კულტურის სახლი“ დაფუძნდა

თურქეთის ქართველების, „ჩვენებურის“ ჯგუფი 2000 წლის 5 სექტემბერს ჩამოყალიბდა. (www.chveneburi.net) ამ ჯგუფის წევრების მუშაობის შედეგად, 2010წ. 5 ნოემბერს დაფუძნდა  ქართული (ჩვენებური) კულტურის სახლი საზოგადოება“. ეს ახალი საზოგადოება მდებარეობს  ქ. სტამბოლში, მეჯიდიეკოის უბანში.

ქართული კულტურის სახლი მიზნად ისახავს „ჩვენებურების“კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის შემდეგი საქმიანობის განხორციელებას:

– ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნება,  ამ ენაზე არსებული ფოლკლორის, ლიტერატურის კვლევა და პოპულარიზაცია;

– ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე განათლების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ტურიზმის, ჯანდაცვის, სპორტის, ეკონომიკის, ბუნების დაცვის და სხვა სფეროებში ადამიანის შესაძლებლობების სრულყოფილი გამოვლენისათვის ხელის შეწყობა. ამ მიზნით კულტურული, საგანმანათლებლო და სოციალური მიმართულების ინიციატივებისა და პროექტების განხორციელება;

– თურქეთ-საქართველოს შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისათვის, ამ მიმართულებით მოღვაწე პიროვნებებისა და ორგანიზაციებისათვის დახმარება და მათთან ერთობლივი საქმიანობა;

– ენის, კულტურის, ხალხური შემოქმედების ნიმუშების, მუსიკის, ფოლკლორის და ხალხური ცეკვის სფეროში კვლევითი, საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოება, კულტურის შემსწავლელი ჯგუფების ჩამოყალიბება, გამოფენების, კონცერტების, კონფერენციების მოწყობა, ბეჭდვითი, სატელევიზიო და ელექტრონული მედია საშუალებების შექმნა;

ქართული კულტურის სახლი თურქეთის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქართველებისა და საქართველოს მეგობრებისაგანშემდგარ საზოგადოებრივ გაერთიანებას წარმოადგენს. „კულტურის სახლი“ შედგება საპატიო წევრთა საბჭოს, სათათბირო საბჭოს, საპატიო წარმოამდგენლებისა და მოხალისე წევრებისაგან. “ქართული კულტურის სახლი“  გახსნის რეგიონულ ფილიალებს.

საპატიო წევრთა საბჭო: საპატიო წევრთა საბჭოში „კულტურის სახლის“ გამგეობის გადაწყვეტილებით აირჩევიან პიროვნებები, რომელნიც განსაკუთრებულ მხარდაჭერას უწევენ „კულტურის სახლის“ საქმიანობას

სათათბირო საბჭო: გამგეობა, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციების მიღების მიზნით მოიწვევს სათათბირო საბჭოს. მის წევრებს ირჩევს გამგეობა. სათათბირო საბჭო უფლებამოსილია გამგეობას მიაწოდოს რჩევა ცალკეულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

საპატიო წარმომადგენლები: საპატიო წარმომადგენლები წარმოადგენენ „ქართული კულტურის სახლი“ რეგიონებში.

მოხალისე წევრი: გამგეობის გადაწყვეტილებით, მოხალისე წევრად ჩაითვლება პირი, რომელიც „ქართული კულტურის სახლი“  ღონისძიებებს გაუწევს მხარდაჭერას.

ქართული კულტურის სახლი პირველ ყრილობამდე, მის საქმიანობას წარმართავენ და წარმოადგენენ დროებითი გამგეობის წევრები:

1- ერდალ ქუჩუკი (გამგეობის თავმჯდომარე)

2- ოსმან ნური ანარი (თავმჯდომარის მოადგილე)

3- სეზაი სეფა (თავმჯდომარის მოადგილე)

4- დუიგუ იაზიჯი ოზგენი ( გამგეობის მდივანი)

5- ალი ტურაი ატაბეი (ბუღალტერი)

6- ჰასან იგიტი (გამგეობის წევრი)

7-  ბულენტ ოზგენი (გამგეობის წევრი)

ქართული კულტურის სახლი“:

მისამართი: Selahattin Pınar Cd. Mevlüt Çavuş Sk. No:4/5 Mecidiyeköy-İstanbul

ტელ: +90533 293 96 98 ; +90212 212 98 14

ელ-ფოსტა: gke@chveneburi.net

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s