ჯონ ლენონის მკვლელობის შემდეგ 30 წელი გავიდა

ჯონ უინსტონ ონო ლენონი (John Winston Ono Lennon) დაიბადა 1940 წლის 9 ოქტომბერს, იგი მოკლეს 1980 წლის 8 დეკემბერს, XX საუკუნის ინგლისური როკ-ენდ-როლის კერპი, სიმღერების ავტორი და მომღერალი, მსოფლიო აღიარება ჰპოვა როგორც ბითლების (Beatles) დამფუძნებელმა. მისი და თანაბითლელი პოლ მაკარტნის, როგორც სიმღერათა ავტორების პარტნიორობა უზომო წარმატებით სარგებლობდა 1960-იანი წლების განმავლობაში, პერიოდი როდესაც მათ ბითლების ყველაზე პოპულარული სიმღერები შექმნეს.

მშობლები

ბრიტანელი პოპ–ვარსკვლავი, მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, მწერალი, ჯგუფ „ბითლზის“–ის დამფუძნებელი და წევრი, ჯონ უინსტონ ლენონი, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წლის 9 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთში, ლივერპულში დაიბადა. მშობლების დაშორების შემდეგ, 4 წლის ასაკიდან, ჯონი დეიდა მიმისთან გაიზარდა. მამა – ალფრედ ლენონი, სავაჭრო ფლოტის მეზღვაური, არც ბავშვის დაბადებას დასწრებია და არც მის აღზრდაში მიუღია მონაწილეობა. დედა, ჯულია სტენლი, ხელმეორედ გათხოვდა, თუმცა, არ გაუწყვეტია კავშირი ჯონთან და დეიდა მიმისთან.

დეიდა მიმი და ძია ჯორჯი

სახლში მცირე ადგილისა და ერთ მამაკაცთან დამყარებული ურთიერთობის გამო, ჯონის დედამ გააგზავნა შვილი თავის დასთან, მიმი სმიტთან (რომელსაც უბრალოდ მიმის უწოდებდნენ).მთელი ბავშვობა და მოზარდობის ასაკში ლენონი ცხოვრობდა დეიდა მიმისთან და მის მეუღლესთან, ჯორჯ სმიტთან, ლივერპულში, მენდიპსის სახელით ცნობილ სახლში.

ლენონის გიტარა

მიმისა და ჯორჯს თავად არ ჰყავდათ შვილები და ისინი იდეალურ მშობლებად იქცნენ ჯონისთვის. 1958 წლის 15 ივლისს, როდესაც იგი 17 წლის იყო, დედამისს ქუჩაში დაარტყა მანქანამ. ეს იქცა ერთ-ერთ დიდ ტრავმად ლენონის ცხოვრებაში, რადგანაც იგი ოპტიმისტური ქალი იყო, რომელიც კარგად უგებდა შვილს. სწორედ ამან განამტკიცა მისი ურთიერთობა მაკარტნისთან, რომლის დედაც ასევე გარდაიცვალა 1956წელს, მკერდის კიბოს დიაგნოზით. წლების შემდეგ ლენონმა თავის შვილს დაარქვა ჯულიანი, ხოლო ბითლზში ყოფნისას დაწერა სიმღერა„Julia“.

ბანჯოზე და კლავიშზე დაკვრა ჯონს დეიდა მიმიმ ასწავლა. პოპ ვარსკვლავს პირველი გიტარაც დეიდამ უყიდა. მხიარული და ხუმარა ჯონი, სკოლაში დიდი ნიჭით არ გამოირჩეოდა, თუმცა, ხელოვნებისადმი მიდრეკილებას ყოველთვის ამჟღავნებდა. მოზრდილი ჯონი ხშირად თავს გროტესკული ფიგურებისა და ხეიბრების ხატვით ირთობდა. 16 წლის ლენონი როკ-მუსიკოსის, ელვის პრესლის, სცენაზე გამოჩენამ ისე აღაფრთოვანა, რომ გადაწყვიტა პოპ-ჯგუფი შეექმნა, რომელსაც, თავისი სკოლის სახელწოდების მიხედვით, “ქუორიმენი”-ს დაარქმევდა. 1955წლის 6 ივლისს საეკლესიო დღესასწაულზე მან პოლ მაკარტნი გაიცნო და მალე თავის ჯგუფშიც მიიწვია. მათი კავშირი ყველაზე წარმატებული გამოდგა მუსიკის ისტორიაში.

ჯორჯ ჰარისონი ჯონს პოლ მაკარტნიმ გააცნო. მონახეს დრამერი, სტუარტ სატკლიფიც, და 1960 წელს ჯგუფიც შედგა. ჯგუფს “პიტ ბესტი” დაერქვა. მალე “პიტ ბესტმა” სახელის გამოცვლა გადაწყვიტა. ბენდის ახალი სახელწოდება – “the beatles” მათ ერთ-ერთმა ჯგუფმა, “ჭრიჭინებმა”, შთააგონა. ჯონს უნდა ეხუმრა, რომ 12 წლის ასაკში ხილვა ჰქონდა, სადაც უცხო კაცი გამოეცხადა. სწორედ მის წინასწარმეტყველებას,”დღეიდან თქვენ იქნებით ბეატლეს”, უკვაშირდებოდა ჯგუფის ახალი სახელიც.

ბითლზი: 1957–70

1961 წელს “ბითლზი” კევერნ კლუბში, სადაც რეგულარულად მღეროდნენ, ბრაიან ეპსტეინმა შეამჩნია. ჯგუფის ახალმა მენეჯერმა, ეპსტეინმა, მათი ჩანაწერები EMI-ში დააპატენტა. 1962 წელს ბითლზ–მა, ახალ დრამერთან, რინგო სტართან (რიჩარდ სტარკი), ერთად, ჯორჯ მარტინის პორდუსერობით, პირველი სინგლი, “Love me do”, გამოაქვეყნა. სინგლმა ბრიტანულ ჩარტებში მე-17 ადგილი დაიკავა. მომდვნო სინგლმა ლენონის ავტორობით ბითლზს კიდევ უფრო დიდი წარმატება მოუტანა. “Please Please me” ლონდონის ჩარტების ლიდერი გახდა. ბითლზი ყველაზე პოპულარული მეგა-ჰიტებმა: “She loves you” და “I want to hold your hand”-მა გახადა. 1964 წლის 9 თებერვალს ბითლზი ამერიკელმა საზოგადოებამაც გაიცნო. ედ სალივანის შოუში გამოჩენის შემდეგ, ჯგუფმა შეერთებულ შტატებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბრიტანეთშიდაბრუნების შემდეგ, მათ პირველი ფილმი, “The hard days night”, გადაიღეს და პირველი მსოფლიო ტურნესთვის დაიწყეს მომზადება.

ლენონი მარცხნივ.ბითლზის ჩასვლა აშშ-ში . ფოტო გადაღებულია კენედის აეროპორტში , 1964 წლის 7 თებერვალს .

1965 წელს ბითლზმა ახალი ფილმი, “Help”, გამოაქვეყნა, რამაც ჯგუფის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. ივნისში ინგლისის დედოფალმა ბითლზი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა. აგვისტოში ნიუ-იორკის სტადიონზე გამართულ კონცერტს 55,600 ფანი დაესწრო.ინგლისში დაბრუნების შემდეგ, ჯგუფმა ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი, “Rubber Soul”, ჩაწერა.

1966 წელს ბიტლომანიამ მიმზიდველობა დაკარგა. ჯგუფის წევრები ფილიპინების პრეზიდენტის ოჯახის დამცირებაში დაადანაშაულეს. საზოგადეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა ლენონის ცნობილმა გამოთქმამ:

ჩვენ დღეს უფრო პოპულარული ვართ, ვიდრე იესო ქრისტე.

რასაც ბითლზი–ის ჩანაწერების კოცონზე დაწვა მოჰყვა. 1966 წლის 29 აგვისტოს ბითლზმა სან-ფრანცისკოში ბოლო კონცერტი გამართა და გასტროლებიც დაასრულა.

ლონდონში დაბრუნებას ექსპერიმენტული სინგლის, “Stroberry Fields Forever”-ის, გამოქვეყნება მოჰყვა, რასაც ყველაზე ძლიერ როკ-ალბომად მიჩნეული “Paper’s lonely Hearts Club Band”-ის გამოსვლაც დაერთო. 1967 წლის 27 აგვისტოს, საძილე ტაბლეტების გადაჭარბებული რაოდენობით მიღების გამო, ბითლზის მენეჯერი, ეპსტეინი, გარდაიცვალა. ჯგუფის ის ისტორიაში დიდი კრიზისი დაიწყო. შემოდგომაზე ჯგუფმა მაკარტნის ხელმძღვანელობით ფილმი, “Magical Mystery Tour”, გადაიღო, თუმცა, წარუმატებლად. ამ ფილმს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ფილმის საუნდტრეკებიდან ერთ-ერთი, ჯონ ლენონის “I’m the Walrus”, დღემდე ყველაზე მისტიურ ნამუშევრად ითველბა.


ფილმის , “Magical Mystery Tour”-ის, ჩავარდნას ბითლზის ტრანსედენტალური მედიატიაციით დაიტერესება მოჰყვა. ისინი 1968 წელს ორი თვით ინდოეთში გაემგზავრნენ და ინდოელ გურუს, მაჰარიაში მაჰეშ იოგას, დაემოწაფნენ. ისტერიული მასების წინაშე ჯგუფი უკანასკნელად ივლისში, ფილმის, “Yellow Submarine”-ის, პრემიერაზე წარდგა. ნოემბერში ახალმა ალბომმა, “The Beatles”, რომლსაც თეთრ ალბომსაც უწოდებენ, ჯგუფის ახალი მიმართულება გამოააშკარავა.

იოკო ონო, ლენონის მეუღლე

1962 წლის აგვისტოში ლენონმა სინტია პაუელზე იქორწინა და პირველი ვაჟიც ეყოლა. ბიჭს ჯონის დედის სახელი, ჯულიანი, დაარქვეს. 1968 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ლენონმა იაპონელ ავანგარდ არტისტზე, იოკოზე, იქორწინა, რომელიც 1966წელს ინდიკა გალერეაში გაიცნო. ქორწინებამ ბითლზში არსებული უთანხმოება კიდევ უფრო გაზარდა, რასაც ჯგუფის დანარჩენი წევრების მდუმარე პროტესტი მოჰყვა. 1969 წელს ბითლზმა ახალი სინგლი, “The plastic Ono Band, Give Peace a Chance”, გამოაქვეყნა. სინგლი პაციფისტებისჰიმნად იქცა.

1969 წლის სექტემბერში ახალ ალბომზე, “Abbey Road”-ზე, მუშაობის დასრულების შემდეგ, ლენონმა ბითლზი დატოვა. ჯგუფის დაშლის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დიდ ხანს უცნობი რჩებოდა. 1970 წლის აპრილში, ერთი თვით ადრე “Let it Be”-ის გამოქვეყნებამდე, მაკარტნიმ ბითლზიდან ჯონის წასვლის შესახებ განაცხადა.

ჯგუფის დაშლის შემდეგ, ლენონმა “Plastic Ono Band” ჩაწერა, რასაც 1971 წელს კომერციულად ყველაზე წარმატებიული და კრიტიკის თვალსაზრისით ყველაზე ხმაურიანი სინგლი, “Imagine”, მოჰყვა. როლინგ სტოუნის ჟურნალში “ Imagine ”-მა ყველა დროის საუკეთესო სიმღერებს შორის მესამე ადგილი მოიპოვა.


ლენონის სამოქმედო პროგრამა ყოველთვის სიმშვიდე და სიყვარული არ ყოფილა. ალბომი “Imagine ” მოიცავდა ტრეკს, “ How Do You Sleep?”, რომელიც მაკარტნის სოლო სიმღერებით ჯონისადმი გაგზავნილ შეფარულ მესიჯებზე ამაზრზენ პასუხს წარმოადგენდა. 1971 წელს ლენონი და ონო საცხოვრებლადშეერთებულ შტატებში გადავიდნენ. ნიქსონის ადმინისტრაცია მათ გადასახლებით დაემუქრა. ლენონმა იცოდა, რომ მუქარის მიზეზი მისი მხრიდან ვიეტნამის ომის წინააღმდეგობა იყო. მოგვიანებით ჯონის ვარაუდი დოკუმენტურად დასაბუთდა. ნიქსონის პოსტიდან წასვლის შემდეგ,1976 წელს, ლენონი შეერთებულ შტატებში მუდმივი ცხოვრების უფლებით დაჯილდოვდა. 1972 წელს მან მენტალურად არასრულფასოვანი ბავშვების დასახმარებლად „მედისონ სქვეარ გარდენი“ დააარსა. ასევე განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მშვიდობის მხარდაჭერას, რასაც საფუძვლად აშშ.-ში დარჩენის მცდელობა ედო. 1973 წლის სექტემბერში იმიგრაციულ ბრძოლას ლენონის ქორწინება ემსხვერპლა. ჯონი და იოკო განქორწინდნენ, რასაც ჯონის ლოს-ანჯელესში წასვლა და პარტიული ცხოვრების დაწყება მოჰყვა. მან საყვარელად მაი პენგი გაიჩინა, განაგრძობდა ჰიტ–ალბომებზე დევიდ ბოვისთან და ელტონ ჯონთან ერთად მუშაობას.

ჯონმა მალე გააცნობიერა, რომ იოკოს გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ყოფილ ცოლს შეურიგდა. იოკოს ლენონის დაბადების დღეზე, ჯონი მაშინ 35 წლის გახდა, ერთადერთი ბავშვი, შონი, გაუჩნდა. ლენონმა გადაწყვიტა, მუსიკა მიეტოვებინა და დრო ოჯახისთვის დაეთმო.

1980 წელს ჯონი მუსიკის სამყაროს ალბომით, “Double Fantasy”-ით, დაუბრუნდა. ალბომის გამოშვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მომღერალი მოკლეს. ერთ–ერთი ვერსიით, ლენონს ნიუ-იორკში, საკუთარი საცხოვრებელი კომპლექსის წინ, სულიერად დაავადებულმა ფანმა ესროლა. 40 წლის ჯონი 1980 წლის 8 დეკემბერს ზურგში მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, ლენონის მკვლელი იყო მისი ფანი მარკ დევიდ ჩეპმანი. მკვლელი მაშინვე დააპატიმრეს და როცა კითხეს,თუ რატომ მოკლა ლენონი,მან ორი მიზეზი დაასახელა,პირველი – “ჯონი ისეთი დიდი ადამიანი იყო,რომ საზოგადოება მისი ღირსი არ არის”. მეორე მიზეზით კი,მას ისე ძალიან უვარდა ჯონი,სურდა ისტორიაში ლელონთან ერთად შესულიყო და მასთან ერთად,ისიც გაეხსნებინათ,თუნდაც,როგორც მისი მკვლელი. მომღერლის სიკვდილმა მილიონობით ადამიანი შეძრა. მისი ალბომების გაყიდვების რიცხვმა პიკს მიაღწია. ლენონის სიკვდილის 25 წლის თავი, ლივერპულში თარიღი ასობით ბუშტის და ათასობით ბარათის ცაში გაშვებით, სიმბოლურად აღნიშნეს. ლივერპულში ლენონის მუზეუმი მუშაობს, მისი ძეგლი დგას და მისი სახელობის აეროპორტი ფუნქციონირებს.

დისკოგრაფია

  • Unfinished Music No.1: Two Virgins (იოკო ონო სთან) (1968)
  • Unfinished Music No.2: Life with the Lions (იოკო ონო სთან) (1969)
  • Wedding Album (იოკო ონო სთან) (1969)
  • Live Peace In Toronto (ჯგუფთან Plastic Ono Band) (1969)
  • John Lennon/Plastic Ono Band (1970)
  • Imagine (1971)
  • Some Time in New York City (იოკო ონოსთან) (1972)
  • Mind Games (1973)
  • Walls and Bridges (1974)
  • Rock ‘n’ Roll (1975)
  • Double Fantasy (იოკო ონოსთან) (1980)
  • Milk and Honey (იოკო ონოსთან)(1984)
  • Live In New York City (ჩაიწერა 1972 წელს) (1986)

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s