კინო ფესტივალი და…

როგორც ჩემი სტატიების, ან მარტივად ვთქვა პოსტების უმეტესმა მკითხველმა იცის, მე თურქეთში ვწავლობ. მეორე წელია განსხვავებულ კულტურაში და საზოგადოებაში ვცხოვრობ. მეორე წელია სრულიად განსხვავებულ მსოფლხედველობას ვადარებ ჩემსას და მაინც გონებრივად საქართველოში არსებულ კულტურას არ ვცილდები ან ვერ ვცილდები (კულტურაში ტრადიციას და ფოლკლორს არ ვგულისხმობ).

ანკარაში მცირე რაოდენობის გალერეაა (სამწუხაროდ ჯერ ვერცერთი ვერ ვიპოვე). გამოფენები მეტროს ცენტრალურ სადგურში იმართება ხოლმე, სადაც ხალხი თვითდაუნებურად დახედავს ნახატებს, სურათებს ან რაც კი იქნება გამოფენილი. უყურებენ რადგანაც თვალწინ უდგათ, და არა იმიტომ რომ აინტერესებთ.

გასულ კვირას ჩემს უნივერსიტეტში, უფრო კონკრეტულად კი ჩემს  ფაკულტეტში (კომუნიკაცისს ფაკულტეტი) ჩატარდა კინოფესტივალი. კინოფესტივალში ამავე ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა, რა თქმა უნდა, არამარტო ჩემი უნივერსიტეტიდან. სულ 20 მონაწილე ფილმი იყო, მათგან 10 ფილმს ერთი და იგივე აზრი და თითქმის მსგავსი სიუჟეტი ჰქონდა. გარდა ამისა ათივე ფილმი ერთსა და იმავე ტერიტორიაზე იყო გადაღებული.

არა, მე არ ვცდლობ წარმოდგენა დაგაკარგვინოთ თურქეთზე, ან გითხრათ, რომ აქ უკულტურობაა. არა! პირიქით, სტამბული წელს ევროპის კულტურულ დედაქალად აღიარეს. აქ ზაფხულში ყოველ დღე მინიმუმ ერთი ფესტივალი იმართება. სტამბულში ისეთი ჯგუფები ჩადიან, როგორიცაა U2, Deep Purple, White Snake, Metallica, Alice in Chains, Scorpions, Placebo…

მე უბრალოდ, კინოფესტივალის მაგალითის მოყვანით მინდა შევადარო საქართველოს და თურქეთის დედაქალაქების ახალგაზრდობა. თბილისში, მიეცი სტუდენტებს უფლება გადაიღონ ფილმი ნებისმიერ თემაზე და თითო სტუდენტს მინიმუმ 3 იდეა ექნება და ზოგიერთმა შეიძლება ვერ აირჩიოს რომელ თემაზე გადაიღოს ფილმი. ანკარაში კიდე, მისცეს სტუდენტებს ფესტივალზე მონაწილეობის უფლება, და 20-დან 10 ფილმი ერთანირი გადაიღეს.

თბილისში სტუდენტებმა მინიმუმ 2-3 ენა იციან, ანკარაში მაქსიმუმ 3. თბილისში ყოველი 3 სახლიდან 1-ში პიანინო დგას, 2-დან 1-ში გიტარა დევს (უკრავენ თუ არა სხვა საკითხია). ანკარაში მთელ ქალაქში რამოდენიმე პიანინოა – მუსიკალურ მაღაზიებში, საკონცერტო დარბაზებში, და ალბათ 3 ცალია სადღაც ოჯახებში.

საქართველოში ყოფნისას ბევრი ვერ აფასებს იმას, რომ ახალგაზრდობა კულტურულად განათლებულია. მრავალი უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე, ფოტოგრაფიით არის დაინტერესებული, სამხატვრო აკადემიაში დადის, ზოგი პირად გამოფენას აწყობს და საამისოდ დაფინანსებას ეძებს, ზოგი კი მხატვარია, და მეტროში პორტრეტების ხატვა უწევს.

მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველოში რთულია, უფრო სწორად შეუძლებელია ხელოვნებით საკუთარი ცხოვრების უზრუნველყოფა. ოჯახზე აღარ მაქვს ლაპარაკი.

მრავალი მხატვარი დგას მშრალ ხიდთან, მათი სურათების საგამოფენო ადგილიც კი გაალამაზეს, შლიაპიანი მხატვრის პატარა ძეგლიც კი დადგეს სკვერში. მაგრამ მათი უმეტესობა უცხოელ მყიდველზეა ორიენტირებული. ტილოების ფასები 100 დოლარიდან იწყება და ზოგი მხატვრის ტილოებზე სიუჟეტის განმეორებაც კი იგრძნობა.

მშობლები თავის შვილებს მუზეუმებში სიარულისაკენ უბიძგებენ, რათა გაეცნონ კულტურას ხელოვნებას. საქართველოში დალის და პიკასოს გამოფენებიც კი იყო. როცა შენ გარშემო ამდენი ხელოვნების ნიმუშია, რთულია, არ დაინტერესედე ამით. რთულია, არ მოინდომო მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, როდესაც ქუჩაში ან ”პადზემკაში” ისმის Beatles, Pink Floyd, Shocking Blues, John Lennon-ის სიმღერები, ან უბრალოდ საქსაფონის ლამაზი პარტიები (ერთ დროს მახსოვს ვიოლინოც კი გაისმოდა თბილისის ”პადზემკებში”).

დაინტერესდება ბავშვი მუსიკით, დაეუფლება ინსტრუმენტს, მშობლები ამაყობენ, მეგობრები აფასებენ მას და მის მუსიკას. აბიტურიენტობისას მივა მამასთან და ეტყვის: ”მე კონსერვატორიაში მინდა ჩაბარება!” უმეტეს შემთხვევბაში პასუხი აშკარაა: ”შვილო, ხელოვნებით თავს ვერ გამოირჩენ, მუდმივი ხელფასი არ გექნება, მოდი მედიცინაზე ჩააბარე ან ბიზნესზე, ჯობს!”

აი ასეთი ვითარებაა საქართველოში ჩემი თვალით თუ შეხედავთ. მაგრამ, მეორეს მხრივ იმდენი კონცერტები იმართება, იმდენი ცეკვის ანსამბლია და იმდენი ჯგუფია თბილისში და მთელს საქართველოში (სამწუხაროდ ერთ სისტემაში/ინდუსტრიაში არ არის მოქცეული) რომ ზოგ დღეს არც იცი რა ქნა, კარგი ჯგუფის კონცეტრზე წახვიდე, ვერდის ოპერას უსმინო თუ მეგობრის რეპეტიციას დაეწრო.

(სტატიაში მოყვანილი შედარებები დაყრდნობილია ჩემი თვალით დანახულ ვითარებაზე).

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s