თვითმკვლელობანა :”>

 

მთელი თბილისი  წუწუნებს, ტირის –კნავის– წივის და იკაწრება  და  გასაოცარი  სიზუსტით    იგივეს  იმეორებს ‘’რა აზრი აქვს ცხოვრებას’’ – თითქოს მთელმა ახალგაზრდობამ   მოილაპარაკაო. რავიცი, სხვა ვერაფერზე თანხმდებიან და :’’>

 

 

მოჭარბებული  დეპრესიანობის  ფონზე, მე, როგორც ხალხის  გულისხმიერმა მეგობარმა,  გადავწყვიტე თვითმკვლელობის ეფეკტური მეთოდები  შევამუშავო ( აი,  ‘’10 თიფი პედიკიურისთვის’’– მაგვარად)

 

კრძალვითა და პატივისცემით  გაგაცნობთ  ახალ  თამაშს ‘’თვითმკვლელობანა’’ :’’>

 

პირველი (პირ–გველი)

არ  გადაიხადოთ  ინტერნეტი  და იძულებული გახდით მოწყდეთ  ‘’ცივილიზებულ  პროგრესიულ  სამყაროს’’. სწავლისა და სამსახურისგან თავისუფალ  დროს განმარტოვდით  და იკითხეთ. დაჟანგული მექანიზმების ამუშავება ტვინში (ხალხში – ‘’ფიქრად’’ წოდებული) საკმაოდ  მტკივნეული პროცესია, სამაგიეროდ, აზროვნება ადამიანს  ლაღს ხდის.

გაცისკროვნებული საზოგადოება იმით  არის კარგი, რომ მაგალითად, ავტობუსში არავინ გიჯიკავებთ ^_^

 

მეორე, ( იუდას რატომ ეამბორე?)

თქვენთვის ყველაზე საყვარელი და ძვირფასი ნივთები გადააგდეთ. დაიტოვეთ  ყველაზე  საჭირო  (დაქალის ნაჩუქარი  ჩასახუტებელი  დათუნია ”პირველი საჭიროების”  სიაში  არ შედის). საკმაოდ  რთული იქნება, რადგან  ნივთები  როგორც  წესი  ფსიქოლოგიური ბარიერია – მოგონებებით   და  მათთან დაკავშირებული  განცდებით  დაცულობის ილუზიას ჰქმნიან.

სარგებელი: იმის ნაცვლად   რომ  კვირაობით   მაღაზიაში გაქანდეს  სამყაროს შექმნის შემდგომ დასვენებასავით, თქვენი  საყვარელი დაქალი დაგიჯდებათ  სალაპარაკოდ : )

  

მესამე. (უფალს ეამე)

ჭამეთ   მხოლოდ   ჯანსაღი საკვები.  და არავითარი  გემრიელობები. ზუსტად   იმდენი, რამდენიც   საჭიროა ჯანსაღი  სხეულისათვის. სიცოცხლის შეგრძნება ტანით იწყება– თავისუფალი ტანით, რომელსაც   არ  ა კანკალებს ქაბაბის დანახვისას.

‘’ბენეფითი’’ – კუსკუსა გოგოები უფრო  იკუსკუსებენ, რადგან ჯანსაღი, მოვლილი და ბედნიერი ქალი– ლამაზი ქალია:’’>

 

 მეოთხე

– თითქმის სამოთხე..

– უთხარით   გარშემომყოფთ  ის რასაც  ეტყოდით   თქმას  რომ არასასიამოვნო  შედეგები  არ მოჰყოლოდა. თუ ოდნავ  აგრესიული  გამოგივიდათ –  ესე იგი  ზედმეტად   ცდილობთ  მოერგოთ  ვითარებებს და შიდა პროტესტი  დაგუბულ აგრესიაში გადადის.

სარგებელი:  გარკვევა იმაში თუ ვინ რაში გჭირდებათ – და როდესაც მიხვდებით  რომ არც არავინ არ  გჭირდებათ, იმასაც  მიხვდებით  რომ უბრალოდ  გიყვართ   ადამიანები : )

 

 მეხუთე..

და უკვე დავიხუთე :’’>

გააკეთეთ  რამე  სისულელე რაც გარშემომყოფთ  არც  კი გააცინებს  იმდენად   უაზრო და სულელური იქნება – იმისთვის, რომ შეიგრძნოთ  სისხლის   ყოველი მილიგრამით რომ ის რაც თქვენში მოსწონთ   არ  არის  ‘’თქვენ’’, არამედ   ის ფეტიშების  ერთობლიობაა,   რისი მეშვეობითაც გამსგავსებენ   მას კულტურით  თავზემოხვეულ   კერპებს.

სარგებელი: არანაირი. უბრალოდ  სასიამოვნოა : )

 

ეს ამბოხება არ გახლავთ, თვითგანთავისუფლების ბანალური და მტკივნეული სადომაზოხისტური აქტია😉

 

თქვენს ტვინში მილიონობით გამოუყენებელი ნეირონია, გამოუყოფი სიყვარულის ჰორმონი და მიძინებული ადრენალინი, არადა, მთელი მსოფლიო თქვენს წინ არის გადაშლილი, აიღეთ  სივრცე  brain and heart –storm-ით : ))))

 

აქვე მცირე მიძღვნა  ჩვენს ნიჭიერ და ენერგიით გაბრუებულ   ახალგაზრდობას:

 

 

Make love, make sense

–         whatever else

To break the fence!

Loose the gravity, so tense

To realise – you never need defence

 

Attack,

 Erase

Every discovered track

And artificial place

 

Cosmos is awaiting at your door

So what the fort you’re building for?

The sky above to be the ceilling

Milky way to be the floor

And some stars for gentle feeling

                             Flow..

 

The walls of breath

Shall be your wealth

Vibration in your chest

–         is heavens nest

 

So do you need an artificiall order?

You have eternal law inside to ponder

Why create the hell and iron border

Because I’ve seen you secretly-

You are the heaven’s holder

 

 ძალიან კი მინდა გავიხსენო საიდან გადმოვიწერე ეს ფოტო მაგრამ ”სტარასტ ნე რადასტ” :S

:’’> 

3 thoughts on “თვითმკვლელობანა :”>

  1. ესეიგი, რასაც ვფიქრობ ის რომ დავწერო, ქარტველ თვითმკვლელთა ასოციაციის წევრები ჩამქოლავენ…. : დ პოსტი სუპერ….

  2. ჰო, ძალიან მაგარი რამეა =))

    საინტერესო და დასაფიქრებელი = /

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s