ქართველი მხატვარი გერმანიაში

ამ დღეებში აღმოვაჩინე უცხოეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი  და გამიბრწყინდა თვალები:  ნამდვილად   რაღაც   ძალიან განსაკუთრებულს  მივაგენი! 

ბუგიანიშვილი ირაკლი, დაბადებული  1980 წელს თბილისში…   

აპრილში მისი პერსონალური გამოფენა გაიმართება გერმანიაში (რა იქნება დროებით   გერმანია ჩემს უბანში გადმოდგან? )

საინტერესო ის არის, რომ ერთი წლის ნამუშევრები მეორისას არ ჰგავს – მხატვარი ადვილად  და მოქნილად იცვლის ხასიათს და გადმოცემის მანერას.

რაც შეეხება მასზე უფრო კომპეტენტურ  კომენტარებს, აღვნიშნავ შემოკლებულად, და ამიტომ შესაძლოა შინაარსის უმნიშვნელო ცვლილებებით :

 

ქეით   ემერი: ‘’ირაკლი  ბუგიანიშვილის ნამუშევრები მოიცავს მრავალ   ზეგავლენას – მხატვარი დიდი სიჩქარით ისრუტავს მათ’’ – რაც რა თქმა უნდა ძალიან მისასალმებელია, რადგან მხატვრობა წარმოუდგენელია  განცალკევებული და სისტემიდან ამოგლეჯილი, რადგან ხელოვნების ისტორიაში  ერთი მხატვარი ლოგიკური გაგრძელება თუ ამბოხია წინას მიმართ .ნამუშევარი მით  უფრო მდიდარი და საინტერესოა როდესაც მხატვარი საკუთარ პრიზმაში გაატარებს და გაიაზრებს ადრე შექმნილს, რის შედეგადაც ის თავის სიტყვას ამბობს მსოფლიო მხატვრობაში.

ქეით ემერი ასევე აღნიშნავს რომ ერთი შეხედვით, ნამუშევრები მშვიდია, მაგრამ მათში არის რაღაც იდუმალი, რაც  გვაშორებს  ცნობილ  რეალობას.

ამასშიც დიდ  ოსტატობას ვხედავ:  ძალიან რთულია შექმნა ისეთი ფერწერა რომ პირდაპირობით არ გაღიზიანებდეს,  და შეგრძნებებსა თუ მხატვრის სათქმელს  გადმოგცემდეს  არა უხეშად  თავზე მოხვევით   არამედ   რბილად – ქვეცნობიერში შეპარვით, შეუმჩნეველი ზემოქმედების განხორციელებით….

ქეით ემერი ასევე საუბრობს მხატვრის ტექნიკაზე:  ‘’მხატვარში  იბრძვის წარსული და აწმყო, მის ნამუშევრებში – იმპრესიონისტული ფონი  და მრავალფენოვნება, რაც ნამუშევარს რთულ სტრუქტურას უქმნის.. ფოტოგრაფიული ფონი და ზევიდან უხეში მონასმები ქმნიან დროისა  და მოძრაობის ილუზიას, თვალის ფოკუსირება გადააქვთ   შიგნიდან  გარეთ და პირიქით.’’

 

მარტა  კისი კი მიიჩნევს ირაკლის ნამუშევრებს თვითკვლევად…ერთ–ერთ  ნამუშევარში მხატვარმა საინტერესო ტექნიკას მიმართა: სახლის განცალკევებულობის ეფექტის მისაღწევად, მაყურებლისა და ნამუშევრის დაშორებისთვის  მან გამოიყენა მეორე ფენა ლურჯი ზოლებისა –

მარტა კისს მიაჩნია რომ ირაკლის ნამუშევრები ემოციურ კავშირშია საქართველოს 2008 წლის ვითარებასთან და გამოხატავს მრავალი ადამიანის  შინაგან მდგომარეობას… ზოგადად  თანამედროვე ადამიანის გაუცხოებას.

 

ჩემთვის პირადად   ძალიან მნიშვნელოვანი  გახლავთ  ის, რომ მხატვარი ერთ  განზომილებაში აზროვნების  ნაცვლად აერთიანებს  სინამდვილესა და აბსტრაქციას – ბიჭის თავი, ტკივილისფერი წითლით, თითქოს  გვანიშნებს  რომ  ადამიანი  გახდა უფრო ზოგადი ვიდრე სუბიექტური..თავი  არა მხოლოდ შინაარსობრივი, არამედ  ასევე  კომპოზიციური აბსტრაქტიზაციის ფუნქციასაც ასრულებს. ამოვარდნილი ლაქა, რომელიც თითქოს საერთოდ არ ჯდება საერთო სტილისტიკაში სივრცის განცდას  ჰქმნის, დაუცველობის შეგრძნებას –  უფრო ზუსტად,   ალბათ ‘’ნაღრძობ, გარღვეულ სივრცეს’’ ვუწოდებდი. რაც გამოხატულებაა  პირველ რიგში თანამედროვე ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობისა, მენტალური გარდატეხის პერიოდისა..

 

საერთოდაც, ყველა სუბიექტური და განსხვავებული მოსაზრება მხატვრის შესახებ ალბათ სწორი იქნება, რადგან როგორც  აღვნიშნე, კარგი ხელოვნება იმით  გამოირჩევა  რომ სათქმელს ძალიან ფრთხილად გაპარებს და გაბნევს – გაფიქრებს….როდესაც კარგი ფერწერა ახდენს მაყურებელში პროვოცირებას საკუთარ თავთან დისკუსიისა – გულწრფელი აღიარებების შესაძლებლობები მატულობს რადგან საკუთარ თავთან დისკუსიაში მაყურებელი უკვე საკუთარ თავს ეწინააღმდეგება და არა მხატვარს…

 

გამოდის, რომ კარგი მხატვარი კარგი ფსიქოლოგია.

წარმატებას ვუსურვებთ ირაკლი ბუგიანიშვილს ჩვენი ვებსაიტის სახელით!

 

უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ მხატვრის პირადი გვერდი :         http://www.bugiani.com/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s