”სტალინგრადის ბრძოლა” 12–13 მარტს

რა: ”სტალინგრადის ბრძოლა”

სად: გაბრიაძის თეატრი, შავთელის ქ. 13

როდის: ხვალ და ზეგ, 12–13 მარტს, 19:00

სცენაზე გაცოცხლებული ამბავი ინტელექტს სცდება და სიბრძნის განზომილებაში გადადის, შემდგომ სიბრძნეშიაც ვეღარ ეტევა და ადამიანის ქაოტურ შუაგულში, ყოველგვარი ‘’რიტუალების’’ გარეშე ურტყამს; იქ სადაც ვერ ითმენ სიბრძნესა და ჭკვიან აზრებს – საკუთარ არსებობაში ტივტივებ, გაღეღილი სულით, მოვლენებისგან დაუცველი გრძნობადობით.

სპექტაკლს აღვწერდი მიგელ ჰერნანდესის ლექსიდან ამონარიდით:

‘’…and you will stay there naked,

Inside of your emotions,

So that you can feel it wholly

Against your breast…’’

ახმოვანებენ სპექტაკლს ცნობილი მსახიობები; ლია ახეჯაკოვას ხმა ვიცანი დედა–ჭიანჭველას როლში, რომელსაც შვილს უკლავენ:

‘’იმდენი ცხენი და ადამიანი მოკვდა…. ჩვენ, ჩვენ ჭიანჭველები ვინღა დაგვთვალა?’’

‘’…ვისთან ვისეირნო გაზაფხულობით ალუბალზე?’’

თანაც, თურმე ყველა თოჯინა თავად რეჟისორ გაბრიაძის მიერ შექმნილი ყოფილა. თოჯინების ესკიზების ნაწილი, რამდენადაც გამიგია, თამაზ ხუციშვილს ეკუთვნის. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ თოჯინებთან ერთად მსახიობებსაც ხედავ, მათ შორის ჩუმი კავშირი განსაკუთრებულად აცოცხლებს სანახაობას და ”ორგანზომილებიანს” ხდის მას. 

ცოტათი ადრე თუ მიხვალთ, შეგიძლიათ დაესწროთ სპექტაკლის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გაბრიაძის მიერ დაპროექტებულ პატარა კოშკში გამართულ მინი-სპექტაკლს. 

Advertisements

3 thoughts on “”სტალინგრადის ბრძოლა” 12–13 მარტს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s