საზოგადოების იმედი თუ პირიქით იმედის საზოგადოება

რთულია ერთდროულად ორ საიტზე წერო სტატიები (Eventlenta & Enthusiast.ge), უნივერსიტეტში სწავლობდე და გამოცდებს აბარებდე. მაგრამ რას იზამ ცხოვრება ასეთია. გამოცდებისთვის რომ არ მოვემზადო შოთა რუსთაველი ჩემთვისაც ”გამეფდება”.

ყველას ახსოვს ამ თვეს იმედის ქრონიკის რეპორტაჟი ”განათლებული თხუნელა”, ან როგორც Doin.ge-ზე მოიხსენიეს ”დებილი თაობა”. Enthusiast.ge-ზე მარკეტინგის თვალსაზრისით განვიხილე ეს ქრონიკა, მაგრამ მოდი აქ კულტურას შევეხები. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოში გამოკითხულთა უმეტესობა სამკუთხედში ორი გვერდის არსებობას, რუსთაველის მეფობას, და საქართველო ვიეტნამის ომში ამერიკის გამარჯვებას ამტკიცებდა, მაინც ახალგაზრდობის უმრავლესობა თეატრში დადის.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მარკეტინგის შედეგია, ეს ასე არ არის. თეატრები მარკეტინგის კამპანიებს არ ატარებენ, ამის ელემენტარული მაგალითი არის ის, რომ Facebook-ზე მეგობრებში რამოდენიმე თეატრი მყავს (სულელურად ჟღერს). მარკეტინგი რომ ესმოდეთ ნორმალურ Facebook Page-ს გააკეთებდნენ, და ალბათ ამ ბლოგზეც განათვსებდნენ თავის აფიშას, ან ყოველშემთხვევაში დაგვიკავშირდებოდნენ.

ამიტომ შოთა რუსთაველის ”მეფედ გამოცხადება” რაღაცნაირად არ შეესაბამება მარჯანიშვილის თეატრში ფაუსტის დადგმას, და ამ სპექტაკლზე თითქმის ანშლაგს. ამიტომაც მოდით ”იმედის საზოგადოება” გვერდზე გადავდოთ და ჩვენი საზოგადოების იმედზე ვიფიქროთ.

თბილის ამ ბოლო დროს კიდევ ერთი რესტავრირებული თეატრი დაემატა – მარიონეტების თეატრი. მახსოვს ბავშვობაში რა სიამოვნებით მოველოდი მარიონეტების სცენაზე გამოჩენას, როგორ ჩაიარა სპექტაკლმა და რა აღრფრთოვანებული გამოვედი პატარა დარბაზიდან. ამიტომაც ახლა თბილისში ჩამოსვლისას ერთ-ერთი პირველი საქმე რასაც გავაკეთებ – მარიონეტების თეატრს მოვინახულებ (და სავარაუდოთ სტატიასაც შემოგთავაზებთ).

Georgians Are Not Stupid – არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ქართველი ახალგაზრდობა გაუნათლებელი, ყოველშემთხვევაში კულტურის და ხელოვნების მხრივ. წინა სტატიაში მოგახსენეთ, რომ თბილისში 3 ახალგაზრდიდან 2 გიტარაზე უკრავს, ამის გარდა ბევრი აყალიბებს თავის მუსიკალურ ჯგუფს და საკუთარი მუსიკალური გზის გაკაფვას ცდილობს. განათლებას რაც შეეხება, თურქეთში ყოფნისას შევამჩნიე ერთი საინტერესო ფაქტი. თურქეთში თუ სტუდენტმა მაქსიმუმ ერთი ენა იცის – თურქული, საქართველოში სტუდენტმა მინიმუმ სამი ენა იცის – ქართული, რუსული, ინგლისური/ფრანგული/გერმანული. ასე რომ შოთა რუსთაველი მეფეში თუ ეშლებათ, შექსპირის ერთი სონეტი მაინც შექსპირის ენაზე ექნებათ წაკითხული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s