სტუდენტების აქცია

მე თსუ-ში არ ვსწავლობ, არც საქართველოში ვსწავლობ. ამიტომაც არ იფიქროთ, რომ მე ამ საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოხატვის უფლება არ მაქვს. მაგრამ ძალადაობა ძალადობაა, ნებისმიერი სახის.

არ დავიწყებ მოვლენების მიმოხლივას, ყველამ თუ არა ბევრმა იცის. მომხდარი მოხდა. სტუდენტს სიტვყის თავისუფლებისთვის ხელი მოხვდა. სტუდნეტს ხელი მოხვდა.

1.    საქართველოში შედარებით კარგი მდგომარეობაა.

მოდით შევთანხმდეთ რომ ეს ასეა. მე თურქეთში, ქალაქ ანკარაში ვსწავლობ და დამიჯერეთი სტუდენტის უფლებები იქ უფრო მეტად ირღვევა. პოლიტიკური აზრისთვის, იდეოოლოგიისთვის ცემენ. წვერებიან სტუდენტებს შეურაცჰყოფავს აყენებენ, რადგანაც კარლ მარქსაც წვერები ჰქონდა, რადგან სტუდენტურ გაერთიანებაში არ არიან, რადგან არ ემხრობიან სტუდენტური დაჯგუფებების აზრს და აქტივობას.

საქართველოში მართლაც უკეთესი მდგომარებოაა. საქართველოში ბუფეტის მომუშავეს შაურმის საჭრელ დანებით არ ჩეხავენ. მაგრამ საქართველოში თურმე აზრის თავისუფლებისთვის სტუდენტს ცემენ.

 2.    Facebook სურათები

ალბათ შეგიმჩნევიათ ფეისბუქზე ახალი ”ავატარები”, და დაინტერესებულხართ თუ რასთან არის ეს კავშირში. დიახ ეს ზუსტად ამასთან არის კავშირში. ყველაფერი დაიწო ”თარგმნეს” პრეზენტაციიდან. მაშ როტომ უყენია უმეტესობას ასეთი ინგლისურენოვანი სურათი.

დაიყენეთ ასეთი ქართული, თუ იყენებთ.

ამას ელემენტარული ლოგიკით მიხვდება ადამიანი, რომ უცხო ენაზე სასწავლო მასალის ქართულ ენოვან სასწავლო მასალით შეცვლა თუ გსურს, შესაბამისი ღონისძიებიდან წამოწყებული სხვა ღონისძიების მხარდამჭერი სურათი არ უნდა იყოს უცხო ენაზე. ვგონებ ასეა.

3.    რა ვქნათ?

მე არ ვარ საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონა ლიდერი. მაგრამ მე ვარ ამ საზოგაოდების წევრი! მე ვარ სტუდენტი როგორც ყველა სხვა. როგორც ”თარგმნეს” ინიციატორები, როგორც თვითმართველობის წევრები, მე ვარ სტუდენტი. მე არ მინდა ჩემი აზრის გამოხატვისას ხელი მომხვდეს, მითუმეტეს როცა მართალი ვარ.

მაშ რა ვქნათ? თსუ-ს წინ შევიკრიბოთ ხოლმე? არ ვიცი უშველის თუ არა ეს ”ჰიტლერისტულ” მოაზროვნე ახალგაზრდების გამოსწორებაში. იმედია უშველის. 

18 აპრილს ამ საკითხთან დაკავშირებით თსუ-ს წინ შეიკრიბა მრავალი სტუდნეტი. სტუდენტები ძალადობის წინააღმდეგ 

დიახ, ეს პოსტი დიდს არაფერს შეჰმატებს აზრების ინტერნეტ სივრცეს. საკმარისი პოსტი დაიწერა ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ მე ჩემ აზრს გამოვხატავ. როგორც იმ სტუდენმა გამოხატა თავისი აზრი, რომელსაც ხელი მოხვდა.

ბმულები ამ თემასთან დაკავშირებით:

ჰიტლერ იუგენდი უნივერსიტეტში 

ნაცემი სტუდენტები და გულზემჯიღისმცემი ,,თვითები” 

სტუდენტური ინკვიზიცია  

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s