3 მაისი, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე

3 მაისს, 19:00 სთ.ზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრესის თავისუფლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. სოციალური მედიისა და ბეჭვდითი მედიის წარმომადგენლები ისაუბრებენ არსებულ მდომარეობაზე, რის შემდეგაც გაიმართება დებატები. მოწვეულნი იქნებიან სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ დებატებში და მოისმინონ კომპეტენტური პირების მოსაზრებები.

მომხსენებლები:

მაია მეცხვარიშვილი – ნეტგაზეთის რედაქტორი

ეუროფორუმი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს, რომელიც დაარსდა 2006წ საქართველოში აეჯე-თბილისის მიერ. ეუროფორუმის წევრი ქვეყნები არიან: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, პოლონეთი, ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი. ეუროფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს ამიერკავკასიისა და ბელორუსიის ახალგაზრდების ინტეგრაციას ევროპაში. ეუროფორუმი ახორციელებს პროექტებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. ადგილობრივი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია „მსოფლიო დღე“, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული დღეების აღნიშვნას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 3 მაისი გამოაცხადა პრესის თავისუფლების მსოფლიო დღედ. მრავალი ქვეყნის ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნავენ ამ დღეს შეუერთდება ეუროფორუმიც. საქართველოში ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად მიგვაჩნია სოციალური მედიისა და ბეჭვდითი მედიის კონკურენცია.

 იხილეთ Facebook event: პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s