Falling Angels – ბალეტი პუანტების გარეშე

ერთ-ერთი ლამაზი სანახაობა ამქვეყნად, მგონი ბალეტია. მაგრამ რატომღაც ქართველებს ჰგონიათ, რომ ბალეტი უფრო ცისა ფერს შეესაბამება, ვიდრე სტანდარტულ შავ-თეთრს. ალბათ, ამიტომაც მომრავლდნენ ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში უცხოელი ბალერონები: უილიამ სანტოსი (Wiliam Santos), უილიამ პრატი (William Pratt), ასევე მიგელ ნუენი (Miguel Nguyen), ვისაც გარკვეული მიზეზების გამო მოუხდა საქართველოს დატოვება.

რატომ დავიწყე ახლა ბალეტზე საუბარი? კვირას, 17 ივნისს, სამ საათზე ვიყავი ბალეტზე. ალბათ ვიღაცას დააინტერესებს, როგორ მოვხვდი მე ბალეტზე, როცა ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში რემონტია. ამ სეზონში ბალეტს გრიბოედოვის თეატრში აჩვენებდნენ.

როცა ვიყიდეთ (კი არა და მამიდაჩემმა იყიდა) აბონემენტი, თან მოყვა ხელით დაწერილი ბალეტების

ჩამონათვალი. ყველა ბალეტი თავის დროს იყო. ბოლო ბალეტის დასახელება ეწერა ‘გომესის “ანარეკლი” პრემიერა’. მე და ჩემი მეგობარი წავედით ამ ბოლო ბალეტზე.

ვზივართ, ველოდებით შუქის ჩაქვრას. როგორც ქართველებს შეეფერება დაიწყეს არა მოქმედება დაიწყო. და მართლა, გედების ტბაა. უკვე დარწმუნებულები იმაში, რომ ეს არის ჩაიკოვსკის ბალეტი, დიდი სიამოვნებით ვუყურებთ. მაგრამ დადგმა იყო დეკორაციების გარეშე, როცა ბალეტს სულ დეკორაციებით დგამენ.სამზე, არამედ 15 წუთის გადაცილებით. შუქიც როგორც იქნა ჩაქვრა. ყველამ ტაშის დაკვრა დაიწყო და ჩვენც ავყევით. მუსიკაც აჟღერდა. მესმის, რომ ეს ჩაიკოვსკის “გედების ტბაა“. მაგრამ რაღაც არ მჯერა. რა შუაშია “გედების ტბა”? ახლა ხომ “ანარეკლი” უნდა იყოს, – ვფიქრობ ჩემთვის. უცბად, ჩემმა მეგობარმა ჩამჩურჩულა – ეს ხომ “გედების ტბა” არისო. უცნაურია…

მუსიკა დამთავრდა და გვგონია, ანტრაქტი უნდა იყოს. ასეც არის, მაგრამ სანამ ანტრაქტი დაიწყება მოცეკვავეები თავის დაკვრაზე გამოდიან. ეს კი იმას ნიშნავს რომ წარმოდგენა დამთავრდა. ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ, ორივემ ისეთი თვალებით, ვითომ გვინდოდა გვეკითხა “აქ რა ხდება?” ისევ სცენას შევხედეთ და მდუღარე ოვაციების შემდეგ დარბაზში აინთო შუქი. და მე ასეთი აზრი მომივიდა, შესაძლებელია ეს ერთი კომპოზიციაა-მეთქი და კიდევ იქნება სხვა რამე კომპოზიცია. გამახსენდა, რომ ასეთ მოკლე ბალეტებს ადრეც უშვებდნენ. მხოლოდ ახლა დაარიგეს პროგრამები. და, რაღა თქმა უნდა, მე, როგორც ყველაზე იღბლიან ადამიანს, ეს პროგრამა არ შემხვდა.

დაიწყო მეორე მოქმედება. როგორც აღმოჩნდა, მე მართალი ვიყავი. დაიწყო სხვა კომპოზიცია. სამი წყვილი ცეკვავდა, ლურჯ ფერებში ჩაცმულები. მუსიკა მარტო როიალი ისმოდა. როიალის თანხლებით ცეკვა ისეთი ლამაზი იყო! მხოლოდ სახლში მისვლისას ოპერის საიტზე აღმოვაჩინე, რა იყო ეს. ეს იყო ჟორჟ ბიზეს  ვარიაციები (Pas de Six).

შესრულების შემდეგ თავის დაკვრაზე როცა გამოვიდნენ, უილიამ სანტოსმა კულისებიდან გამოიყვანა ძალიან სასიამოვნო ქალი. არ იყო ახალგაზრდა, მაგრამ მის შემხედვარეს გაეღიმებოდა, ისეთ სინათლეს აფრქვევდა სხვებზე. ამ ქალბატონზე ქორეოგრაფია-მეთქი გავიფიქრე ან ბალეტმაისტერი.

ფარდა დაიხურა. ანტრაქტი ჯერ არაა. რამდენიმე წუთის შემდეგ ფარდა ისევ იხსნება და ვხედავთ სცენაზე როიალსა და ვიოლინოს. უკვე გვესმის ამ უნსტრუმენტაბის ცოცხალი შესრულება. როგორც, სახლში მისვლისას აღმოვაჩინე, ოღონდ სად აღარ მახსოვს, Deux Concentrants. როიალზე უკრავს ზუსტად ის ქალბატონი, რომელიც სანტოსმა კულისებიდან გამოიყვანა. ანუ გამოდის, რომ წინა ბალეტიც ცოცხალი მუსიკის თანხლებით სრულდებოდა.

მივადექით ანტრაქტსაც.

დავინახე, ცოტა მოშორებით ერთ ქალბატონს პროგრამა უკავია. მივედი, ვთხოვე, მანაც დიდი სიამოვნებით მომაწოდა.

ჩვენ დიდად არ გვაინტერესებდა, რა იყო. ჩვენ დავხედეთ, შემდეგი მოქმედება რა იქნება. კომპოზიციას ერქვა “Falling Angels“, რამაც დაგვაინტრიგა.

შავში ჩაცმულმა ბალერინებმა დაიწყეს ნელი მოძრაობები წინ. მერე მუსიკაც აჟღერდა. მხოლოდ დასარტყამი ინსტრუმენტები ისმოდა. უცბად, შევამჩNიე, ბალერინებს პუანტები არ ეცვათ. გამიხარდა, ეს რაღაც თანამედროვე უნდა იყოს. მართლაც მასე იყო. სულ სხვანაირი მოძრაობები, ტალღები, ფეხის წვერებზეც არც ისე ხშირად იდგნენ.

აღუწერელია, როგორ მოგვეწონა ორივეს ეს კომპოზიცია. მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, სადაც იხილავთ Falling Angels-ს სრული ვერსიით. მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვიდეო ცოცხალ შესრულებას ვერც კი შეედრება. ვიდეოში დაინახავთ მხოლოდ მოძრაობებს, ხოლო თუ გინდათ რომ სანახაობამ დაგიპყოთ, თეატრში ცოცხლად შესრულებული უნდა ნახოთ. თქვენი თვალებით დანახული სულ სხვაა.

მოქმედება დასრულდა. ველოდებით ბალერინების გამოსვლას თავის დასაკვრელად. ვერა და ვერ გამოდიან. აღმოჩნდა, რომ ფარდას რაღაცა დაემართა და ვერ იხსნებოდა, და  პერსონალს ხელით მოუწია ფარდის გახსნა. თავი დაგვიკრეს, კულისებში შევიდნენ და, იდეაში, ხალხიც უნდა წავიდეს, მაგრამ არ მიდის. მოულოდნელად ჩაირთო მუსიკა როკენროლის სტილში და სცენა სხვადასხვაფრად აინთო. ასეთი მუსიკის ქვეშ ყველა მოცეკვავე გამოვიდა თავის დასაკვრელად. ლამაზი და მხიარული სანახაობა გამოვიდა.

Advertisements

One thought on “Falling Angels – ბალეტი პუანტების გარეშე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s