არტ-გენი 2012 დღეს ყვარელიდან დაიწყო

ყოველწლიური ფესტივალი არტ-გენი, რომელიც დღეს კახეთიდან, ყვარლის ტბიდან იღებს სტარტს, 29 ივლისამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში გაიმართება, როგორც რეგიონული ტურები, ასევე კონცერტები თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

არტ-გენის წლევანდელი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია და ის აერთიანებს შემრულებლებს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ აფრიკიდან, მადაგასკარიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან (ლიტვა, საფრანგეთი, პოლონეთი, შოტლანდია, ინგლისი).

პროგრამა ტრადიციულად მოიცავს ხალხური სიმღერის, ინსტუმენტული მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების ოსტატებს, რომლებიც საკონცერტო ნაწილის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალურ იმპროვიზაციებსა და მასტერკლასებშიც.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ასევე ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები, ტრადიციული ქართული რეწვის ნიმუშები.

ფესტივალის რეგიონული გასვლები კახეთის გარდა იგეგმება ზუგდიდში (ბოტანიკური ბაღი, 6 ივლისი, ) წყალტუბოში (ცენტრალური პარკი, 8 ივლისი), ჩოხატაურსა (გორაბერეჟოულის ტყე-პარკი, 10 ივლისს) და ფოთში (მალთაყვას ტყე-პარკი, 12 ივლისი).

თბილისში გასამართ კონცერტებზე კი ფოლკლორის შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: – ჯგუფი “ ხიდი”, ჯგუფი “სნო”, “სუხიშვილები”, ზუმბა, ნინო ქათამაძე, “33ა”, “რეგიონი”, “ბასიანი” და “ჩვენებურები”.

ფესტივალი არტ-გენი 2004 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, ვინაიდან ახდენს როგორც ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას და მივიწყების გზაზე მდგარი კულტურის შენარჩუნებას, ასევე ხელს უწყობს ახალი შემსრულებლების აღმოჩენას. გარდა ამისა, ფესტივალის კონცეფცია თავისთავად გულისხმობს თაობათა შორის კავშირს და მათი გამოცდილებების სინთეზს, რაც თავისთავად სასიამოვნო გარემოსა და პროდუქტიულ შემოქმედებით პროცესს განაპირობებს.

წლევანდელი ფესტივალის თემაა “გაუფრთხილდი ოჯახს”, რაც ყველა ღირებულო ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას გულისხმობს.

სტატია აღებულია opinion.ge-დან

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s