I lost the War!!!

2002 წლის შუა თებერვალია, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი დღე, ხასიათი, ამინდი, გარემო და სინათლე. გვიან გაღვიძებული ვხვდები, რომ დრო სწრაფად მარტო ჩემთვის გადის. ლოგინზე წამოვჯექი, აზრებს ვუკრებ თავს. სინამდვილეში კი თბილი ლოგონიდან წამოდგომა მეზარება. სარკეში ჩაუხედავად ვხვდები რომ სახე გასაუთოვებელი მაქვს… ზლაზვნით წამოვდექი. ფანჯარაში ვიხედები. ღრუბლები ცაზე ნიანგებივით მოძრაობენ. მზე მათთვის ის მსხვერპლია, რომელსაც ერთ ნახტომში იოლად იჭერენ. ამ შემთხვევაში ვერცერთმა ვერ შეძლო მისი დაჭერა.

სააბაზანოში ტრუსის ამარა გავდივარ. მცივა, მაგრამ ყინულივით ცივი წყლით ვიბან სახეს. სარკეში ვიყურები და ჩემი თავის გარდა ყველაფერს ვხედავ. ჭიქაში კბილის ჯაგრისი და სავარცხელი ერთად დევს. იქვეა წვერის გასაპარსი ქაფიც და საპნის დიდი ნაჭერი. სარკეს ხელს ვუსმევ… არ ვჩანვარ. აუუ ხო …

ჯერ ვერ ვაცნობიერებ რომ მკვდარი ვარ. გუშინ ზუსტად ამ დროს აბაზანაში ძველი ბრიტვით გადავიჭერი ვენები. სისხლისგან დაცლილს თავი მკერდზე ჩამომივარდა. უწონო გავხდი შემდეგ კი ჩემი სახლის თანამგზავრი და ცოცხალთათვის უხილავი სამყაროს წევრი გავხდი. ყველას და ყველაფერს თავისი თანამგზავრი ყავს. თუ არ გჯერათ თვალებზე ხელი დიდხანს დაიჭირეთ. ჯერ ყველაფერი გაშავდება, შემდეგ ყველა იმ კაპილარს დაინახავ რასაც გახელილი თვალებით ვერ ხედავ. (ეს შენი სხეულის თანამგზავრია) ამ თანამგზავრულ სამყაროში ფერები არ არსებობს. უფრო სწორედ არსებობს მაგრამ ერთმანეთს არ ერევიან. მხოლოდ ძირითადი ფერებით მიღბულ კედლებს ვხედავ.
     ჩემი „სიკვდილის დღის“ 1 დღის თავია. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ისევ ისე ვგრძნობ ყველაფერს როგორც სიკვდილამდე და ეგ მაგიჟებს. სწორედ გრძნობების გამო გადავწყვიტე სიკვდილი, და აქაც არ მასვენებენ. თავს ვიმშვიდებ… გრძნობებს მკვდართა დაავადებად მივიჩნევ და ვიმედოვნებ რომ მალე გამოვჯანმრთელდები. ყოველი გრძნობა ვირუსული ინფექციაა. იოლად გადამდები და ძნელად მოსარჩენი.
      ალბათ დაინტერესდებით რატომ მოვიკალი თავი. ძალიან მარტივად გიპასუხებთ (მაგრამ მაინც რთულად გამომივა). ვეღარ ვძლებდი. სუსტი ნებისყოფა, სხეული, და ფეხები მქონდა. ბოლო 8 წლის მანძილზე დადებითს ყველაზე ნაკლებად განვიცდიდი. სხვისი შეთითხნილი უარყოფითის ნაწილი ჩემდა უნებურად ვხდებოდი. თითქოს ნეგატიურის მსხვერპლი ვიყავი. მეგონა ნიანგები ჩემზე ნადირობდნენ. სულ გავრბოდი. სულ და სულ. თავს ვაჩვენებდი დადებითად. ალბათ იმიტომ რომ მსურდა მე მაინც ვყოფილიყავი ის ფანარი რომელიც სიბნელეში სწორხაზოვნად და ძლიერად ანათებს. ყოველი დღის დასასრულს „ქანცი მქონდა გაწყვეტილი“, ლოგინში ჩაწოლაც კი მეზარებოდა. ინსომნიამ გულში ჩამიხუტა და მგუდავდა. პერიოდულად ვცდილობდი ფეხმოტეხილი ძაღლივით სამ ფეხზე, ჩემ შემთხვევაში კი ცალ ფეხზე მევლო. რთული იყო. უარყოფითს ვებრძოდი (ჩემი ჭკუით). თავიდან დილეტანტივით დავიჯერე სხვების შეთხზული ზღაპრები…  დარწმუნებული ვიყავი რომ მათი დადებითი ოდესმე ჩემს ელემენტდამჯდარ სხეულს დატენიდა. ყველაფერი პირიქით ხდებოდა. იმ ფლეშ მეხსირებასავით ვიქეცი, რომელიც გადატენილია ინფორმაციითა და ბევრი ვირუსით. რაიმე უსარგებლოს წაშლასაც კი არავინ ცდილობდა, არც არავინ მამოწმებდა ანტივირუსზე. ყველაზე კარგი არგუმენტები მოვიყვანე. და კიდევ გაგიჩნდებათ ისეთი მიზერული კითხვა როგორიც არის  „რატომ“.
     ამის გახსენება ჩემთვის იოლი არ იყო. წარსული აღარ მინდა დაბრუნდეს. დიახ, თუნდაც მარტომ მინდა საკუთარი დადებითი სამყარო მოვიწყო. თვითმკვლელობა ის გამოსავალი იყო რომელიც დამეხმარებოდა რეალობას არარეალობით გავქცეოდი. გულით არავის უნდა რეალობით ცხოვრება, და თავდარწმუნებით იძახიან რეალისტები ვართო. სინამდვილეში ოცნებებს თავს აფარებენ და აზრების იმ კოშკებში დაძვრებიან  სადაც ფეხის შედგმა ყველას უჭირს.
თითქოს უცნაურია, მაგრამ მკვდრებსაც გვაქვს მომავალი. მომავალი ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. სახელების დამრქმევი რომ ვიყო „უცნობიანს“ დავარქმევდი.
მხოლოდ დღის ბოლოს მახსენდება ის ხალხი ვინც უარყოფითი მუხტით მავსებდა. ჩემი მშობლები, მეგობრები, ახლო მეგობრები, ნაცნობები, გაცნობილები და ნათესავები. ალბათ ფიქობენ რომ გაზით გავიგუდე ან რაიმე ეგეთი. ჩემს ახლანდელ მდგომარეობას ვერც კი წარმოიდგენენ. მე ხომ, ძალიან საყვარელი, ჭკვიანი და არაცუდის გამკეთებელი ახალგაზრდა ვიყავი. სიკვდილის წინ წერილიც კი არ დავტოვე. არ ჩავთვალე არავინ იმის ღირსად რომ რაიმე მიმეხვედრებინა. ჯობს თავები იტეხონ, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ დიდხანს ეგ თავისტეხვაც არ გასტანს. იმიტომ რომ დაეზარებათ და ბოლოს იმ დასკვნამდე მივლენ რომ „თავში უქროდაო“ ან „აჟიოტაჟის მოწყობა სურდაო“.
თავში მართლა მიქროდა იქედან გამომდინარე რომ ვერავის ვერ ვეგუებოდი. უფრო სწორედ ჩემი უარყოფითი ნაწილი ვერ ეგუებოდა,  თორე დადებითს ყველა უყვარდა. მიყვარდა ხალხზე მიშტერება, მაგრამ მხოლოდ უცნობ ხალხზე. მანამ ვუყურებდი თვალებში სანამ თვითონ არ გაიხედავდნენ გვერდზე. მიყვარდა და მიყვარს სიჩუმე სივრცეში. სივრცე და ხმაური ჩემთვის დროებითი კიბოა რომელიც 1 დღის განმალობაში მკლავს. ყოველთვის  პირველ აზრს ვაფიქსირებდი რაც თავში მომდიოდა. მაგრამ ამას დაუფიქრებლობას სულაც არ ვუწოდებ. გამომდინარე იმისგან რომ თავდაჯერებული ყველაზე ნაკლებად მეთქმოდა, წინ ნათქვამს სრულ ჭეშმარიტებად მივიჩნევ. ყველაზე ა რ ა დ ა უ ფ ი ქ რ ე ბ ე ლ ი ადამიანი ვიყავი ჩემს ირგვლივ არსებულ ხალხს შორის. ისინი კი ამაზე ირეოდნენ, ხოლო ჩემს ამ ნიჭს ნაკლად მიიჩნევდნენ, ალბათ იმიტომ რომ „დაუფიქრებლები“ იყვნენ(იყვნენ იმიტომ რომ ჩემთვის ჩემი სამყაროა აწმყო, ის კი წარსულს ჩაბარდა). რაც წარსულს ბარდება ყველაფერი მიყვარს. დროს ყველაფერი მიაქვს კარგიც და ცუდიც, სულ მიაქვს და მიაქვს. ათასში ერთხელ ახსენდება რომ კარგით დაბრუნდეს. მიყვარს მუსიკის მოსმენა. ხანდახან გადამეტებული ჭამასავით მომდის და რწყევა მიხდება. დიახ, სწორედ გაიგეთ მუსიკას ვარწყევ ხოლმე.
აჟიოტაჟს მოწყობაში რას ვგულისხმობდი ეგეც დაგაინტერესებთ, თუ არ გაინტერესებთ ეგ მე არ მაინტერესებს და მაინც ვაპირებ რომ გითხრათ…
Fuck this place
I lost the war
I hate you all
Your dad’s are Whore!!!
მეტი არაფერი!  მეტი არაფერი!
შოთა ძნელაძე

2 thoughts on “I lost the War!!!

  1. მეც დიდი სიამოვნებით მოვიკლავდი თავს… ახლა შევდივარ რეალურ ცხოვრებაში და ეს ისე მეზარება, როგორც აცრის გაკეთება თან ”ტაკოზე”… ყველა შეგრძნება მკვლელიუ ვირუსია და თან ხანგრძლივი, თვით სიამოვნებაც კი გამანადგურებელი გრძნობაა და აი, რატომ — ყოველთვის, როცა გსიამოვნებს, თავში ტივტივებს აზრი, რომ ეს მალე დამთავრდება და მალე მოვა უსიამოვნება, ეს კი, ნამდვილად მკვლელი რამეა; ხოლო სიამოვნების უსიამოვნება თვითონ ”იმ აზრის” ქონაშია (უსიამოვნების მოლოდინი), თორემ, თავად ცალკე აღებული სიამოვნება, სისტემიდან ამოგლეჯილი, რაღა თქმა უნდა, სასიამოვნოა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s