Frani in Night Office

გთხოვთ, გადახვიდეთ ჩვენს ახალ საიტზე: Eventlenta

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ჩატარდა ფრანის კონცერტი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩატარდა განახლებულ ნაით ოფისში.

ეს პოსტი წესით უფრო ადრეც უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ სულ გამოცდებში ჩაძირული, მხოლოდ დღეს ამოვყვინთე და ეღირსა ამ პოსტს დაწერა და გამოქვეყნება.

ჩვეულებრივი ხუთშაბათი დღე. არაფრით გამორჩეული. სამსახური, მაგისტრატურა, ფინანსების ლექცია. და ბოლოს სახლი. ლექცია დამიმთავრდა როგორც ყოველთვის 9 საათზე და სტუდენტები დავიშალეთ სახლებში. მთელი გზა რუსთაველის მეტროდან მეტრო ვარკეთილამდე მეძინა. გავიღვიძე ზუსტად ბოლო გაჩერებაზე და უკვე ფხიზელი გამოვედი ვაგონიდან. სანამ ესკალატორამდე მივალ, ვუყურებ ქალაქისკენ მიმავალ მატარებელს, რომელიც ჯერ კიდევ დგას. რატომღაც მგონია, ვინმე ნაცნობს აღმოვაჩენ. ამჯერად მართლაც აღმოვაჩინე. ეს იყო ყველასთვის საყვარელი ბლოგერი გაბო. დიდი სიხარულით გამოვარდა ვაგონიდან, სანამ მიყვებოდა სად მიდიოდა და მეპატიჟებოდა ფრანის კონცერტზე, გაუშვა მატარებელი. მინდოდა ამ შესაძლებლობისაგან თავის დაღწევა, რადგანაც შაბათს უნდა მქონოდა გამოცდა. მაგრამ გაბომ იმდენი ქნა, რომ მე დავთანხმდი და წავედი.

ნაით ოფისთან ვნახე სიყვარულოვნა, თემო, ქეთო და გავიცანი დიმიტრი ლიპარტელიანი. ცოტახანი ვიდექით ზემოთ. შემდეგ ჩავედით და შესასვლელთან ძალიან ბევრი ხალხი დაგვხვდა. დავიშოკე. მერე კიდევ კაი ხანი ველოდეთ სანამ შეგვიშვებდნენ და როგორც იქნა შევედით. როგორც თავიდან გავიგე თვითონ კონცერტი უნდა დაწყებულიყო 10 საათზე, მაგრამ დაიწყო 11ის შემდეგ, რაც ძალზედ არ მომეწონა. ვიდექი მე, სალსას და ბაჩატას მოყვარული, და ვუსმენდი ტექნო მუსიკას. ერთი სიამოვნება მივიღე ლოდინის დროს, გაბომ რედბულ-ვოდკაზე დამპატიჟა. მადლობაა! :*

სანამ ვიდექით და ტექნო მუსიკას ვუსმენდით, გადავხედე იქ მყოფ საზოგადოებას.  ბ ა ვ შ ვ ე ბ ი ! ან მე მივეჩვიე უკვე უფროსი თაობის დანახვა სამსახურის გადამკიდე. მაგრამ მანდ აშკარად ბევრი ბავშვი იყო. ეს მოვლენა საკმაოდ გამიკვირდა, რაც იყო ახსნილი იმით, რომ ეს ფრანის კონცერტი ზუსტად ამ სეგმენტს ემსახურება. რომ მოიზიდონ ნაკლებად მხარჯავი ხალხი, რომელთაც მომდევნო დღეს სამსახურებში დარჭობა არ ჭირდებათ. ეს ხალხი კი მაღალი კლასის მოსწავლეები და სტუდენტები არიან. მერე მივხვდი და გაგებით მოვეკიდე ამ მოვლენას.

მოვუსმინე ფრანს საერთო ჯამში. 1-2 კურსზე მიყვარდა ეს ჯგუფი, ზოგი სიმღერაც კი შემომრჩა კომპიუტერში. ახლა უფრო კუბური მუსიკებისკენ ვიხრები. მაგრამ მაინც ძველის გახსენება გამიხარდა. ერთერთი სიმღერა გადავიღე კიდევაც, შეგიძლიათ მიყვეთ შემდეგ ბმულს: http://www.youtube.com/watch?v=C7OYH_OVqsg (საღამოსკენ ამ ვიდეოს აქვე შემოგთავაზებთ, ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ხერხდება ამ ვიდეოს აქვე დადება).

In conclusion, მომეწონა სიტუაცია, კონცერტი, სანკვანძი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s