3-5 მაისი, ”ერთი მოკლე ნაბიჯი”

ერთი მოკლე ნაბიჯი
ორი კოსმოსის მოყვარული ახალგაზრდა ბაბუას სხვენში ძველი მტვრიანი ტილოს ქვეშ წააწყდება ძველ ფირ-საკრავს, პროექტორს, პლაჟის თამაშებისათვის განკუთვნილ ბურთებს, მუყაოს ყუთებსა და უამრავ სხვა გადაგდებულ ნივთს. მდიდარი წარმოსახვის უნარისა და მიტოვებული თეატრალური ატრიბუტების გამოყენებით ისინი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სახიფათო და ექსტრემალურ მისიას აცოცხლებენ. ასრულებენ რა როგორც მოქმედი პერსონაჟების ასევე მთხრობელის ფუნქციას, ისინი მაყურებლის ფანატაზიას ეპატიჟბიან თვალი მიადევნოს ძალზე საინტერესო, მაგრამ სახიფათო თავგადასავლებით აღსავსე შეჯიბრს მთვარისაკენ რბოლაში პირველობის მოსაპოვებლად.

ნაწარმოების ავტორი: დეივიდ ჰეისტინგსი

რეჟისორი:ტობი ჰიულსი

მონაწილეობენ:რობინ ჰემინგსი და ოლივერ მილინგემი

დიზაინი და პროდაქშენ მენეჯმენტი:ტიმ ბოიდი

კოსტუმების დიზაინი:ქრისტინ ბოიდი

სცენის მენეჯერი:ოსტინ ლოლერი

ხანგრძლიობა: 60 წუთი (შესვენების გარეშე)

თარიღი: 3, 4, 5 მაისი

ადგილი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი

დატოვე კომენტარი